სად ხედავთ გლობალური დათბობის საფრთხეს, როცა მსოფლიო გაყინულია?

Image

ყველა ადამიანი ამა თუ იმ გზით სითბოს, ადამიანურ ბედნიერებას ეძებს ცხოვრებაში. უკლებლივ ყველა! თუ არსებობს ვინმე, ვინც ქვეცნობიერადაც კი არ ელის სიყვარულს, ესეიგი მან ზედმეტად დიდხანს იბრძოლა და ბოლოს დანებდა. იბრძოლა დიდხანს არა საზოგადო დროის საზომით, არამედ საკუთარი, პერსონალური ძალის საათით. შეიძლება ვიღაცისთვის ბრძოლაში გატარებული წამიც კი სიკვდილის ტოლფასი იყოს, მაშინ როცა არიან ისეთები, რომლებიც ბრძოლისთვის იბადებიან. არ არსებობს დასრულებული ცხოვრება, მიღწეული მიზანი, ახდენილი ოცნება, მცდარია წარმატებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მცნება, რომელსაც ბედნიერება არ მოაქვს. დაკარგულია ყოველი ფიქრი, რომელსაც სითბოსგან და სიხარულისგან მკერდში გულის შეკუმშვა არ მოსდევს. 

როგორი პესიმისტიც არ უნდა იყოს ადამიანი, როგორი მძიმე ცხოვრებაც არ უნდა ქონდეს გამოვლილი და რამდენად უიმედოდაც არ უნდა ეჩვენებოდეს საკუთარი ყოფა, ქვეცნობიერად, ხშირად გაუცნობიერებლად ის მაინც უბრალო, ადამიანურ ბედნიერებას ელოდება. არა რაღაც პომპეზურს, ძალიან დიდს, ქვეყნის შესაშურს, არამედ უბრალოს, მცირეს, მაგრამ გამორჩეულად მნიშვნელოვანს. სხვა შემთხვევაში აბსოლუტური სისულელეა ცხოვრება, განა ვის შეუძლია იცოცხლოს იმედის გარეშე? სწორედ გვირაბის ბოლოს შესაძლო ბედნიერების პოვნაა ის იმედი, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ცხოვრობს, სისულელეა ყველაფერი სხვა. თუნდაც ისინი, ვინც რაიმე ნაკლებ დადებითს, ერთი შეხედვით ნაკლებ ამაღლებულს, მაგალითად შურისძიებას ელიან, სინამდვილეში ცხოვრობენ არა შურისძიების, არამედ იმ ბედნიერებისთვის, რომელიც მათი აზრით ამ შურისძიებამ უნდა მოუტანოთ. და არ აქვს მნიშვნელობა ეს იმედი გამართლებულია თუ არა, მთავარია, რომ ის ადამიანს სიცოცხლის გაგრძელებაში ეხმარება, მისი მნიშვნელობა წარმოუდგენლად, გაუცნობიერებლად დიდია და მის ჭეშმარიტ ფასს , აქაც, როგორც უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ საბოლოო დაკარგვის შემდეგ ვაანალიზებთ. 

საბოლოოდ კი ჩვენ ყველანი უბრალოდ ადამიანები ვართ. ადამიანები, რომლებიც ერთმანეთში ეძებენ გათოშილი სხეულების გათბობის გზას და უფრო მეტსაც, ბედნიერების პოვნის სანუკვარ ნათელს გვირაბის ბოლოს…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s