ჰარპერ ლი – ნუ მოკლავ ჯაფარას

Image

ვინ თქვა დროის უკან დაბრუნება შეუძლებელიაო? ვინ გაბედა და დაარწმუნა საზოგადოება,რომ ისინი ვეღარასდროს იქნებოდნენ ბავშვები? არ ვიცი ეს მცდარი თეორია ვინ ჩამოაყალიბა, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ამ ადამიანს არ ქონდა წაკითხული ჰარპერ ლის ეს არაჩვეულებრივი წიგნი.

Image

“ნუ მოკლავ ჯაფარას” არის წიგნი, რომელიც სასურველია წაიკითხოთ ცივ ზამთარში, რადგან მისი ფურცლებიდან გადმოღვრილი სითბო მთელ სულსა და სხეულს გაგითბობთ. წარმოუდგენელია გაზომო ის სიკეთე, რომელიც თითოეულ ხაზში, თითოეულ წერტილსა თუ მძიმეშია. კითხულობ და ხვდები, რომ ისევ შვიდი წლის ბავშვი ხარ, ხვდები, რომ სამყარო ბევრად უფრო დიდია, ვიდრე შენ. გეშინია, გიხარია, გტკივა და გადარდებს თავიდან. იბრუნებ იმ ბავშვური გაბრაზების უნარს, რომელიც უკვე დიდი ხნის დაკარგული გეგონა. კითხულობ და თითოეულ გვერდთან ერთად იცნობ, სწავლობ ცხოვრებას, როგორც სუულ პატარა ბავშვი.

Image

ამ ფოტოზე არ გაგეცინოთ, ატიკუსი ყველაზე მაგარი სუპერგმირია, თვით ადამიან ობობასაც კი დაამარცხებს საჭირო თუ გახდა. სამაგალითო მამა, ადვოკატი და რაღა თქმა უნდა, ადამიანი. მსოფლიოს სჭირდება ბევრი ატიკუს ფინჩი, რაც შეიძლება ბევრი.

Image

ალბათ ხშირად მოგნატრებიათ ბავშვური, ფანტაზიით სავსე თამაშები. მაშინ ეს წიგნი თქვენთვის ზედგამოჭრილია. ჭყიტას, ჯემისა და დილის უკიდეგანო წარმოსახვა თქვენს განკარგულებაშია. ბავშვები, რომელთა აზრებიც ბავშვურად მხოლოდ პირველი გვერდების კითხვისას მოგეჩვენებათ, შემდეგ კი მათ ყოველ სიტყვაზე გაუაზრებლად, თანხმობის ნიშნად  დააქნევთ თავს და ვინ იცის, მალე მათ დაინახავთ, როგორც ყველაზე ჭკვიან ადამიანებს, ვისაც კი ოდესმე შეხვედრიხართ. შეგიყვარდებათ ჯემი, იმიტომ რომ ის მართლაც ყველაზე მაგარი, სამართლიანი, ჭკვიანი და მზრუნველი ბიჭია დედამიწაზე,  იცინებთ ყველაზე გადარეულ ბავშვებთან – ჭყიტასა და დილთან ერთად, გააბრაზებთ საბრალო კელპურნიას და უბრალოდ ძალიან, ძალიან ბევრს ითამაშებთ.

Image

და რაღა თქმა უნდა, შეგიყვარდებათ რედლი ბუა – საიდუმლოებით მოცული მეზობელი, რომლის სახელის ხსენებაზე მალე თქვენც მუხლები აგიკანკალდებათ, ბოლოს კი გაიგებთ, რომ ის მტერი კი არა, ყველაზე კარგი მეგობარია. ჯაფარა, რომელიც არაფერს აშავებს გარდა სიკეთისა.

Image

წაიკითხეთ, რათა შეგიყვარდეთ ეს წიგნი ისე, როგორც მე შემიყვარდა – მთელი გულით და სულით. ყველაზე კეთილი წიგნი, რაც კი ოდესმე დაწერილა. ყველაზე კეთილი და ალბათ ყველაზე ბრძნულიც. წიგნი, რომლის ბოლო გვერდის კითხვისას, ვტიროდი, მხოლოდ იმიტომ, რომ მთავრდებოდა. ვტიროდი, იმიტომ რომ მასში ერთი ადამიანისთვის ზედმეტად ბევრი სითბო იყო. ამ წიგნზე მრავალი კომენტარი წამიკითხავს და ყველა მათგანი ორ კატეგორიად იყოფა, ზოგისთვის ის უბრალო საბავშვო წიგნია, ზოგისთვისაც კი ყველაზე გენიალური რამ, რაც კი ოდესმე წაუკითხავთ. თუ დუმბაძისეული სითბო და სიკეთე მოგენატრათ, არ დააყოვნოთ, გადაფურცლეთ და დაბრუნდით თამაშებით, სიკეთით, ფანტაზიით, ჭორიკანა მეზობლებით, კეთილი ადამიანებით, საიდუმლო მისიებითა და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის სურვილით სავსე ბავშვობაში.

Advertisements

2 thoughts on “ჰარპერ ლი – ნუ მოკლავ ჯაფარას

    • უდიდესიიი ❤ სიკეთისა და სითბოს განსახიერებაა პირველიდან ბოლო გვერდამდე ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s