ცივი გული, თბილი იარაღი და მომაკვდავი მზე…

Image

გათოშილ სულს უჭირს მოძრაობა… გალურჯებამდე მისული მკლავები ცდილობენ გაშლას. უნდა გაფრინდეს… თბილ ქვეყნებში უნდა. თუმცა სხეულის ბნელი მოსასხამი სულამდე არ უშვებს მზეს. მას ვერ გაუგებთ, თუ ერთხელ მაინც არ გიგრძვნიათ როგორ იპარება სიცოცხლის უკანასკნელი ამოსუნთქვა თქვენი ხელებიდან, თუ ერთხელ მაინც არ გიცდიათ ფრჩხილები ჩაგესოთ მისთვის და გაქცევის საშუალება არ მიგეცათ.

გაყინულ მზერაში ჩაღვენთილი ვედრება. არ უნდა გაუშვას. არ უნდა სიკვდილის გაყინულ თვალებში ჩახედვა.  სიცივე იგრძნეს თმის ღერებმა და ნელ-ნელა გაიზარდა შიშის ტალღაც. ყინულის სქელი ფენა შემოეკრა გულს, შემოეკრა და მოუჭირა. საყვარელი, დიდი ხნის წინ მოპოვებული თავისუფლების უკანასკნელი წვეთები დააშრო, ამოწოვა სხეულიდან, როგორც სისხლი მომაბეზრებელმა მწერმა.

სულში სიკვდილმა გაშალა ფრთები. მტკიცედ იგრძნო მიწა, რომელზეც იდგა და მთელი ძალით ამოხეთქა სხეულის კედლებიდან. ამოხეთქა და მიტოვებულ გვამს სიბნელისკენ გაუძღვა. გაყინული ხელს ჩაებღუჯა ქეჩოთი და ხელის გულით სიცოცხლის ჯერკიდევ შემონახულ ნარჩენებსაც იპარავდა, როგორც  მასპინძლის მიერ სახლში შემოშვებული ქურდი. ეჩვენება, რომ სიკვდილს ქალის სილუეტი აქვს. ქალის, რომელიც ძაძების ქვეშ დამალულ სხეულს უკუნივით ბნელ გვირაბში ისეთივე გრაციოზულობით მიუძღვის, როგორც სირინოზი ტალღას. აჩერებს მას, ატრიალებს და ცდილობს თვალებში ჩახედოს.. ნათელი თვალები, ბნელი სული და მსერავი ტკივილი. ესმის სიმღერა, მგონი გედია.. ეზიზღება ქალი, ეშინია მისი, მაგრამ როგორც კი კვლავ ხედავს მომნუსხავი ტანის რხევას, მაშინვე უყვარდება…უყვარდება და მზადაა ყველგან გაჰყვეს, წამითაც არ დაიხიოს უკან. უყვარდება და ავიწყდება, რომ ის ქალი – სიკვდილია. უყვარდება და მზადაა გაფრინდეს მასთან ერთად, გაფრინდეს იქ, სადაც ის წაიყვანს. ოცნებობს უსასრულოდ იფრინოს მისი თვალების ქარავნებში და არასდროს მოიხედოს უკან. უნდა ებრძოლოს ქუხილს და მზადაა წინ აღუდგეს ელვას თუკი ეს მას დასჭირდა. უყვარს სიკვდილი, რადგან ის ყველაფერია და ყველაფერი არაფერია მის გარეშე.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s