ჯონ გრინი “The Fault In Our Stars” ანუ როგორ დავკარგე გული

images (1)

თუ არსებობს თანამედროვე წიგნი, რომელმაც მთელი ინტერნეტ სივრცე დაიპყრო, მაშინ ეს ნამდვილად ის წიგნია. შეუძლებელია გამომრჩენოდა ჰეიზელის და ავგუსტუსის ეს არაჩვეულებრივი ისტორია მაშინ, როცა თამბლერიდან დაწყებული იუთუბით დამმთავრებული ყველგან თვალში მხვდებოდა წიგნი ლურჯ გარეკანზე გამოსახული ღრუბლებით. შემდეგ გავიგე რომ ფილმსაც იღებდნენ. თრეილერით დიდი ვერაფერი, ახალი Walk to remember მეგონა, მაგრამ შემდეგ გადავათვალიერე ციტატები ჯონ გრინის თანამედროვე შედევრიდან და მივხვდი რომ უნდა წამეკითხა, თან აუცილებლად ფილმის გამოსვლამდე. ამიტომ აღარ დავაყოვნე, ამაზონზე შევქანდი და გამოვიწერე. ზუსტად მახსოვს, სამშაბათს ჩამოვიდა, ღამის პირველ საათზე დავიწყე კითხვა და ოთხშაბათს საღამოს დავამთავრე. კვირამდე კი მეორედაც გადავიკითხე, უამრავი ციტატა ამოვწერე ჩემს ყავისფერყდიან ბლოკნოტში და მაინც არ მეყო.. უნდა გამოგიტყდეთ , შემიყვარდა….

Image

შემიყვარდა არა მხოლოდ რომელიმე პერსონაჟი  ან რამდენიმე მომენტი… შემიყვარდა მთლიანად წიგნი. წამითაც არ იფიქროთ, რომ ეს ტრადიციული სიყვარულის ისტორიაზე დაფუძნებული სევდიანი წიგნია. არა, რაღაც მხრივ არის, მაგრამ “დანაშაული ჩვენს ვარსკვლავებში” ან “ჩვენი ვარსკვლავების დანაშაული” (ზუსტად არ ვიცი როგორ ითარგმნება) არის წიგნი, რომელიც დაგანახებთ რას ნიშნავს გქონდეს კიბო და იყო მოზარდი ერთდროულად.

Image

წიგნი დაწერილია პირველ პირში. ჰეიზელ გრეის ლანკასტერი მოგვითხრობს თავის ისტორიას – ისტორიას 16 წლის გოგონაზე, რომელსაც აქვს ფილტვების სიმსივნე, რის გამოც ცალი ხელით ყოველთვის ჰაერით სავსე, მილებმიერთებულ მწვანე ცილინდრს მოაგორებს თან, ნესტოებში კი ორი გამჭირვალე მილი აქვს “გაჩრილი”. გგონიათ წიგნი დეპრესიულია? არც თუ ისე. ყოველ შემთხვევაში პირველი ნაწილი მაინც. მთელ რომანში იგრძნობა ჰეიზელის იუმორი , მცირეოდენი ცინიზმი და ირონია. კითხულობთ და ხვდებით, რომ ახლა უკეთ გესმით, თურმე ყველაფერი სხვანაირად ყოფილა. თურმე სიმსივნე, რომელიც შენს ფილტვებში იზრდება სულაც არ გმატებს ძალას და დროგამოშვებით მისგან გამოწვეული ტკივილი სიცოცხლეს კი არ გაწყურებს, არამედ სიკვდილზე ოცნებას გაიძულებს. ჰეიზელი “მეგობრების გაჩენის” მიზნით რეალურად კი დედის დაჟინებული თხოვნით დადის სიმსივნით დაავადებული მოზარდების შეხვედრებზე და სწორედ იქ ხვდება ავგუსტუსს, რომელიც უკვე წელიწადნახევარია რაც ოფიციალურად განიკურნა.

Image

ავგუსტუს ვოთერსი – ბიჭი, რომელიც შეგიყვარდებათ მთელი გულით. ის ხომ ,როგორც თვითონ ამბობს, იმ ატრაქციონზეა მხოლოდ მაღლა რომ ადის. მთელი წიგნის განმავლობაში ვხვდებოდი, რამდენად ლამაზად აღიქვამდა ის სამყაროს, როგორ აფასებდა მშვენიერებას და ამავდროულად არ კარგავდა რეალობის შეგრძნებას. შეუძლებელია დაახასიათო ეს პერსონაჟი ისე, როგორც ის იმსახურებს, ამისთვის უბრალოდ უნდა წაიკითხოთ წიგნი. (გარდა ამისა კიდევ რომ ვწერო მასზე, ცრემლებს ვერ შევიკავებ)

Image

ეს არის წიგნი სიყვარულზე, შიშზე, ტკივილსა და იმედზე. წიგნი, რომელიც მართლა მთელუ გულით შემიყვარდა. ეს არის წიგნი, რომელიც ამტკიცებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლისას შეგიყვარდება, შენი სასიყვარულო ისტორია შეიძლება იყოს  ისეთივე ამაღელვებელი და დაუვიწყარი, როგორც თუნდაც რავიკის და ჟოანისა. არა იმიტომ, რომ ამ ისტორიის ბოლოს ვიღაც კვდება, არამედ იმიტომ, რომ სიკვდილამდე ის ვიღაც შენს ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. (პატარა სპოილერი: წიგნის დაახლოებით ორი მესამედის წაკითხვის შემდეგ თქვენ აღმოაჩენთ, რომ დასასრული შესაძლოა სულაც არ იყოს ისეთი, როგორსაც მოელოდით ;))

Image

ახლა კი მოუთმენლად ველი ივნისსა და ფილმს. სიმართლე გითხრათ გულის სიღრმეში იმედი მაქვს, რომ ფილმი არ იქნება კარგი, თორემ კიდევ ერთხელ ამდენ ტირილს ვეღარ გადავიტან ❤

Advertisements

4 thoughts on “ჯონ გრინი “The Fault In Our Stars” ანუ როგორ დავკარგე გული

  1. არადა ფილმიც ისეთი კარგია ❤ კიდევ ერთხელ ვიტირე როცა ვუყურებდი. ჯონ გრინი კი ისე შემიყვარდა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს წიგნი დაწერა, სიტყვებით ვერ აღვწერ. შეილინი ზუსტად ჩაჯდა ჰეიზლის როლში, აუგუსტუსის სახედ კი მართლაც ენსელი წარმომედგინა. მოკლედ კარგად არის ქასთი შერჩეული. ველოდები საქართველოში როდის გამოვა კიდევ, რომ ვუყურო. მზად ვარ ისევ ვიტირო ;დ

    პ.ს. პოსტში შემოგეჭერი მაგრამ მომინდა ეს მეთქვა ^^

    • არაა პრობლემა, შემოიჭერი როცა გინდა 😀 ფილმი კინოთეატრებში სანამ არ გამოვა, იქამდე მთელი ჩემი მოთმინება მაქვს მოკრებილი და ვცდილობ არცერთ პირატულ ვერსიას არ ვუყურო. შეილინსა და ანსელზე უკვე ვგიჟდები ინტერვიუებიდან. დარწმუნებული ვარ ფილმიც მომეწონება. ისე მომეშალა ნერვები სექტემბერში რომ გადაიტანეს, დეტალებში მქონდა დაგეგმილი 11 ივლისს როგორ წავიდოდი სელპაკის მარაგით და როგორი ნამტირალები გამოვიდოდი , მაგრამ ვინ მაცადა 😀

      • ჰო ეგ ცუდია არც მე მომეწონა -_- სულმა წამძლია და ამიტო ვუყურე მე ;დ სექტემბრამდე გული ვერ მომითმენდა ;დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s