Buckswood-ი და შთაბეჭდილებები

ვიცი რომ ბოლო პერიოდი აქტიურობით თავს არ ვიკლავდი, თუმცა ეს ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა. საქმე ის გახლავთ, რომ ბოლო სამი კვირა ბაქსვუდის ინგლისური ენის სკოლა-ბანაკში ვიყავი. როგორც გაზაფხულის შუა პერიოდში გაირკვა, ქართული ენის ოლიმპიადის იმ იღბლიან მონაწილეთა რიცხვში მოვხვდი, ვისაც ბაქსვუდის სკოლა-ბანაკში  წასვლა ხვდა წილად.

უინტერნეტოდ გატარებული თითქმის ერთი თვის შემდეგ თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ თურმე შესაფერისი გარემოთი და ადამიანებით შესაძლებელი ყოფილა ინტერნეტ-სამყაროზე დამოკიდებულების “გადაგდება” 😀

თუმცა ამის გარდა სამი კვირის განმავლობაში წიგნებზე დამოკიდებულობის გადაგდებაც მომიწია, რადგან კითხვისთვის აღარც დრო მრჩებოდა და აღარც ენერგია.

და მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო სამი კვირა, რომელიც არასდროს დამავიწყდება. მიუხედავად ზოგჯერ (ხშირად) დამღლელი დავალებების, ყოველდღიური გაკვეთილების თუ უამინდობისგან მოშლილი ნერვებისა, თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ არც ერთ დღეს არ ვნანობ და შემდეგ ზაფხულსაც სიამოვნებით ვეწვევი ბაქსვუდს.

დადებითი ემოციები კი პირველ რიგში ბავშვების დამსახურებაა. წარმოიდგინეთ რომ გადახვედით საცხოვრებლად ახალ ბინაში, სადაც თქვენი მეზობელია 150 განათლებული, მხიარული და სიცოცხლით სავსე ბავშვი. მეამაყება, რომ გავიცანი თითოეული მათგანი და მეამაყება ისიც, რომ მიუხედავად ჰაუსებს შორის შეჯიბრისა, კონკურენცია მეგობრობაზე წინ არაცერთხელ არ დამდგარა. მეამაყება ისიც, რომ მქონდა პატივი ვმჯდარიყავი ყველაზე მაგარი , მოუხერხებელი, საყვარელი, კრეატიული და თანამედროვე მასწავლებლის, მის ნუცას გაკვეთილებზე ❤ გაგიკვირდებათ და ისიც მეამაყება, ინგლისურად ტლიკინი უკეთ რომ ვისწავლე (თითქოს აქამდე ისედაც საკმარისზე მეტს არ ვტლიკინებდი :D) მეამაყება, რომ ამდენი ახალი მეგობარი შეევიძინე (ვიცი რომ ამ სამ კვირაში გაცნობილთა უმეტესობას დავკარგავ, რეალურად აღვიქვამ ყველაფერს, მაგრამ თუნდაც ერთი უმაგრესი მეგობრის შეძენად ღირდა ყველაფერი) და არ მენანება არც ერთი ცრემლი, რომელიც დღეს გამომშვიდობებისას დავხარჯე.

წარმოიდგინეთ და ჩემნაირ ზარმაც ადამიანს დილით შვიდ საათზე ადგომადაც კი მიღირდა ეს ყველაფერი ❤ მიღირდა და კი, შეიძლება ხვალ დილით შუადღემდე ვაპირებ გამოძინებას, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შვიდზე (ხან ექვსზეც) დაწყებულ რომელიმე დილას ვნანობ ❤ 😀

და რა თქმა უნდა, მეამაყება თახვ-თახვის ტიტული (ამას მხოლოდ 5-6 იქაური ბავშვი თუ მიხვდება, მაგრამ ამ ტიტულის გარეშე ეს პოსტი სრული ვერ იქნებოდა ❤ )

Advertisements

2 thoughts on “Buckswood-ი და შთაბეჭდილებები

  1. მიმხვედრი მიხვდა დამიჯერე 😉 კიდევ ერთხელ ამეტირა ამ ყველაფრის წაკითხვის მერე და ვეღარ ვჩერდები ❤

    • შენ იმ 5-6 ადამიანში შედიხარ და იმიტომ მიხვდი 😀 არცაა საჭირო ყველამ გაიგოს ❤ მესმის შენი, მეც მასე ვარ. რამდენჯერაც ან ქუდს და ბეჯს შევხედავ, ან პასპორტს გადავშლი ან საერთოდაც შემთხვევით ფლეილისტში joy division-ი ჩაირთვება, იმდენჯერ მეტირება 😦 ისე ამ განხილვაში ჩვენი გამოგონილი სალანძღავი სიტყვების ჩასმა დამავიწყდა 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s