საინტერესო ადამიანები : სერია 2

South-Sudan-woman-with-child590x332

ცოტა გამიჭირდა ამ პროექტის გაგრძელება, რადგან სოფელში წამოვედი, აქ კი ცოტა რთულია საინტერესო ადამიანის პოვნა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველა ერთმანეთს ჰგავს(ყველა სოფელს არ ვგულისმობ, უბრალოდ ჩემთანაა ასე). თუმცა დღეს, სრულიად შემთხვევით, “სოფლის ბირჟაზე” ჯდომისას მივხვდი, რომ გარშემორტყმული ვიყავი საქართველოში ფართოდ გავრცელებული ადამიანთა ტიპის წარმომადგენლებით. კარგია თუ ცუდი მათი მსოფმხედველობა ეს ცალკე თემაა, თუმცა საინტერესო ნამდვილად გახლავთ. სალაპარაკო თემა რაღა თქმა უნდა ყველა ამვლელ-ჩამოვლელი და მისი ოჯახი იყო. სიმართლე გითხრათ ძალიან გამიჭირდა სათითაოდ არ გამომელანძღა იქ ჩამომჯდარი თითოეული ჭორიკანა და პროტესტის ნიშნად ხმაურით არ დამეტოვებინა იქაურობა, თუმცა შევძელი და საბოლოოდ “ბირჟა” მსხვერპლის გარეშე დაიშალა. ზოგადად მსგავს გარემოში არც გავჩერდებოდი, უბრალოდ სწორედ ამ ადამიანებმა მიიპყრეს ჩემი ყურადღება, მივხვდი, რომ მათზე დაკვირვების ასეთი შესაძლებლობა აღარ მექნებოდა და სწორედ ამიტომ დავრჩი. ( მიუხედავად იმისა, რომ ამან ჩემი ნერვული სისტემის მინიმუმ მესამედი შეიწირა.) და სწორედ ამ დაკვირვების შემდეგ წარმოგიდგენთ ძალიან პოპულარულ და ყველასთვის ნაცნობ ქალის ტიპაჟს: ქალი, რომელიც დიდი ინტელექტუალური შესაძლებლობებით არ გამოირჩევა, თვითონ გათხოვდა 15-16 (საუკეთესო შემთხვევაში 18) წლის ასაკში , ცხოვრობს დედამთილ-მამათილ-მულ-მაზლთან ერთად, უხარია, რომ მისი ქალიშვილი ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ გათხოვდა და თვლის, რომ თუ ქმარი ცოლს ურტყამს, ესეიგი ცოლმა ეს დაიმსახურა.მოკლედ რომ გითხრათ, თქვენს წინაშეა ქალი, რომლის დანახვაც თავის მოკვლას მანდომებს.

კატეგორია : მომავალი “ქოფაკი დედამთილი”

StateLibQld_1_124835_Five_women_at_the_races,_Brisbane,_1938

მამლის ყივილის ხმაზე გაიღვიძა. ტრადიციულად ქმრის ხვრინვისგან შეწუხებულმა ჩუმად რამდენიმე სალანძღავი სიტყვა გაისროლა ჰაერში და კაბის ღილების შეკვრით გამვიდა ეზოში. დღეს ჩვეულებრივი დღე არაა, დღეს დიდი დღეა, დიდი! რატომო ალბათ იკითხავთ. პასუხი მარტივია, დღეს მისი მეათე კლასელი გოგონა თხოვდება. როგორი ბედნიერი იყო შვილმა რომ ეს არაჩვეულებრივი ამბავი ახარა! მთელ სამეზობლოს მოსდო იმწამსვე. დაე გამსკდარიყვნენ გულზე! მისი შვილი ხომ  მთელი სოფლის სასურველ სასიძოს მიჰყვებოდა.

აბა ვის არ გაახარებდა ასეთი სიძე! მშრომელი, კარგი (შეძლებული) ოჯახის შვილი, მუდამ სერიოზული, როგორც მამამისი ამბობდა კარგი ჭიქის ამწევი და ოჯახის მარჩენალი (ყვირილი კი უყვარდა ცოტა, მაგრამ მერე რა, კაცია და ყვირილი უხდება). იმ უნამუსო ვითომ განწავლულმა ფემინისტკამ კი უთხრა, რა დროს გათხოვებაა, ჯერ სკოლა მაინც დაემთავრებინაო, მაგრამ ნეტა მაგას რა ესმის, დარჩება გასათხოვარი და მერე იკითხოს წიგნები. ცოტა კი ეშინია ისე, მის პატარა გოგოს ოჯახის უღელი რომ უნდა დაედგას კისერზე, მაგრამ არაუშავს, გააჩენს შვილიშვილებს და მერე გაუზრდის თვითონ პატარა ანგელოზებს.

ძალიანაც კარგი რომ პატარა თხოვდება. სწავლაზე გადამკვდარი მისი შვილი არასდროს ყოფილა და სკოლის დამთავრების მერე დღე და ღამე უაზროდ ბოდიალს არ ჯობია ბავშვს ქმარი და ოჯახი ყავდეს? აბა ისაა კარგი ახალგაზრდები დღისით რომ გადიან და შუაღამეზე ბრუნდებიან, ვითომ ერთობიან და “დაგულაობენ” აქეთ-იქით? “გულავი” და გართობა ბიჭის საქმეა, გოგომ ოჯახის მოვლა უნდა ისწავლოს. ვითომ სკოლა კი არა უნივერსიტეტიც რომ დაემთავრებინა , ვინ ამუშავებდა მაგას განათლებით. ქალი და ლიდერი, კარგი თანამდებობის პატრონი ვის გაუგია? არა, კი არიან მასეთებიც, მაგრამ რომელია მისი ქალიშვილივით პატიოსანი? გაყვება ამ ანგელოზივით ბიჭს და ის არც ქეიფს მოაკლებს და არც დაბადების დღეს.

წესით კარგი, ტრადიციული ქორწილი უნდა გამოსულიყო. ამ ბოლო დროს ცოტა ორივე ოჯახს გაუჭირდა და ორას კაციანზე დიდი ქორწილი ვერ გააკეთეს, მაგრამ ეგ არაფერი, ცოტა გული თუ დაწყდა ვინმეს რა უყოს ახლა ამან. მთავარია ვის ქორწილშიც თავად იყვნენ დაპატიჟებულები, იქიდან უკლებლივ ყველა მოიწვიეს თვითონაც.

ამ ფიქრებით დამშვიდებულს ერთადერთი რაც აღელვებდა , ეს მისი ხელოვანი ქმრის მიერ წინა დღის შექმნილი შედევრის დამალვა იყო, თვალის გარშემო ლურჯ ბურთად რომ აჩნდა…

Advertisements

2 thoughts on “საინტერესო ადამიანები : სერია 2

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s