ოცნება არის….

1911703_220035028194751_1202997403_n

მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლს სურვილი – ალბათ რაღაც დონეზე ეს ინსტინქტი ყველა ადამიანშია ჩადებული, დაფიქსირებული ამა თუ იმ უხილავი კოდის სახით. შეუძლებელია ადამიანი , ღვთისა და ბუნების უდიდესი შედევრი,ისე დაიბადოს, რომ არავითარი სიმაღლის მიღწევის, არაფერი გრანდიოზულის გაკეთების სურვილი არ ქონდეს. ალბათ ეს სურვილი ისევეა ჩვენში, როგორც სხვა ჩვეულებრივი ინსტინქტები, მაგრამ რა ხდება შემდეგ, სად მიდის ეს კოდი, როგორ იშლება ჩვენი ტვინიდან? ან თუ არ იშლება, მაშინ როგორ იმალება ისე ღრმად, რომ შემდეგ მისი გამოჩენა აბსოლუტურ შეუძლებლობას თუ არა, რაღაც ძალიან რთულს წარმოადგენს?

ზოგადად სტერეოტიპების მომხრე ნაკლებად კი არა საერთოდ არ ვარ, თუმცა ის ფაქტი, რომ პიროვნებაზე სოციუმი უდიდეს გავლენას ახდენს, სტერეოტიპი კი არა ჭეშმარიტებაა. ალბათ სწორედ სოციუმის ბრალია ის, რომ რაღაცის შეცვლის, დინების საწინააღმდეგოდ წასვლისა და საკუთარის გარდა სხივისი ბედნიერების, მომავალზე ზრუნვის სურვილი ადამის მოდგმის 99%-ში სადღაც უკვალოდ ქრება.

 

1504109_618143721600291_2076985280_n

განა რა შანსი აქვს პატარა მეოცნებეს ირწმუნოს, რომ მისი ოცნება შესაძლოა რეალობად იქცეს მაშინ, როცა გარშემო ყველა საწინააღმდეგოში არწმუნებს. შეუძლებელი არა, მაგრამ ძალიან რთულია იოცნებო იქ, სადაც ოცნების არ სწამთ.   რატომღაც ელოდებიან სასწაულს, თუმცა არ ჯერათ, რომ იგი მართლა შეიძლება მოხდეს. მსოფლიო მთლიანად იმ ქალაქს დამსგავსებია, სადაც გვალვით შეწუხებული მაცხოვრებლები საათობით ლოცულობენ და ნატრულობენ წვიმას, თუმცა აბუჩად იგდებენ ბიჭს, რომელიც ქოლგით დადის.

მაგრამ თუ მსოფლიო ასეთ პესიმიზმშია ჩაფლული, როგორ ინარჩუნებს ადამიანების თუნდაც 1% იმ თავდაპირველ ინსტინქტს და როგორ ცვლიან მეოცნებეები ისტორიას? ალბათ პასუხი იმაშია, რომ ეს ადამიანები თავად ქმნიან სოციუმს, წინ უსწრებენ დროს და რაღაც სასწაულით ხვდებიან, რომ ოცნება ისაა, რის გამოც ცხოვრება ღირს. რომ იცხოვრო სიცოცხლისთვის არც სწორია და მითუმეტეს არც აუცილებელი. ალბათ იმიტომაც, რომ მიუხედავდ იმისა, რისი გვჯერა ჩვენ, მაინც არსებობს რაღაც ბედისწერის მსგავსი (თუმცა ჩემი აზრით ბედისწერა უბრალოდ მშიშრების გასამართლებელი საბუთია), შესაძლოა ის ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ვერ აკონტროლებს, თუმცა ჯერ კიდევ  ჩვენი თვალის გახელამდე წყვეტს ლიდერებად დავიბადებით თუ რიგით პედანტებად..

არიან ლიდერები და არიან მიმდევრები – მე ამის მჯერა და თუ ვინმე სხვანაირად ფიქრობს,მისი ნებაა. თუმცა ერთი კი ფაქტია, არ არსებობს კარგი ლიდერი ოცნების გარეშე.

მე მჯერა რომ შემიძლია გავაკეთო მეტი , ვიდრე რიგირთი ადამიანი აკეთებს. მე მჯერა რომ იქ, ზემოთ ჩემთვის იმაზე მეტია დაგეგმილი, ვიდრე სხვისი ნაკვალევის გაყოლაა. თუ ვინმე დამასწრებს და ჩემზე ადრე იტყვის ჩემს სათქმელს, მაშინ  კიბატონო, მაგრამ მე არ ვარ პედანტი ერთი მარტივი მიზეზის გამო – მე შემიძლია ოცნება და მჯერა, რომ ოცნების რეალობად ქცევაც შემიძლია. ეს შეიძლება ვიღაცამ ზედმეტ ამბიციადაც მიიჩნიოს, თუმცა მე არ მჯერა რომ მეოცნებე ადამიანისთვის არსებობს მცნება „ზედმეტი“.  მე შეიძლება მოვუსმინო იმას, თუ რას ამბობენ სხვები, ისინი, ვინც დინების მიმართულებით არჩია ცურვა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე მათ ნათქვამზე საკუთარ ცხოვრებას ავაწყობ.

მე დღეს 16 წლის ვარ, ამისდა მიუხედავად ჩვეულებრივზე ბევრად მეტი ცუდი მინახავს და ნორმალურზე ბევრად მეტი პრობლემა მომიგვარებია. მე 16 წლის ვარ და ამისდა მიუხედავად დიდი ხანია რაც ჩემი სურვილის გარეშე წამართვეს ვარდისფერი სათვალე.. მე 16 წლის ვარ და ეს წამითაც არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერმა, ჩემზე ასაკით დიდმა, თუმცა მსოფლიოს შეცვლის ინსტინქტჩაკლულმა ჩემზე მეტი იცის, მხოლოდ იმიტომ, რომ დიდხანს იარსება ამ ქვეყანაზე. ცოდნას მხოლოდ ის იძენს, ვინც ცხოვრობს, დანარჩენები უბრალო მაყურებლები არიან.  მე 16 წლის ვარ და მჯერა, რომ საქართველოში ერთხელაც გაუჭირდებათ გაიხსენონ დრო, როდესაც პატრულის თანამშრომლებს „ძაღლებს“ ეძახდნენ, ფიზიკური სამუშაოს შემსრულებლებს ზემოდან უყურებდნენ „ბირჟაზე“ უსაქმურად დამდგარი ძველი ბიჭები და თან წუწუნებდნენ, ამ ქვეყანაში თუ ნაცნობი არ გყავს ვერაფერს მიაღწევო. ძნელად თუ დაიჯერებენ, რომ ერთ დროს აქ ქალიშვილობის ინსტიტუტი არსებობდა. ვერ გააანალიზებენ, რომ არც თუ დიდი ხნის წინ ქალიშვილობის დაკარგვა არ დაკარგვის საკითხი გოგონას პირადი არჩევანი კი არა,საქვეყნო ტრადიცია და მეზობლების განხილვის საგანი იყო. მე მჯერა, რომ მოვა დრო, როდესაც ადამიანები ფემინისტებად, მატრიარქატის თუ პატრიარქატის მომხრეებად კი არ დაიყოფიან, არამედ ერთ, ჰუმანისტთა ჯგუფში გაერთიანდებიან. მე მჯერა, რომ საქართველოშიც დადგება ის დღე, როდესაც განსხვავებულს აღარ მიაშტერდებიან, არ შეეცდებიან ქარხნული ნაწარმივით ყველა ერთმანეთს დაამსგავსონ და რეალურად დააფასებენ ყველა აზრს. მჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც ქართველები აღარ იტყვიან, რომ მათი ერთი ხმა ვერაფერს შეცვლის, რომ მხოლოდ მათი ზრუნვა გარემოზე არაფრისმომტანია და ერთხელ და სამუდამოდ მიხვდებიან, რომ სხვა თუ არაფერი, არჩევნებზე ხმის მიცემა , საკუთარი აზრის გამოხატვა, ვალდებულება კი არა შინაგანი მოთხოვნილება უნდა იყოს. მე მჯერა ამ ყველაფრის, მჯერა და არ ვაპირებ დაველოდო ვინმეს, ვინც ამ ყველაფერს რეალობად აქცევს. არ ვაპირებ დაველოდო, რადგან რაღაცის შეცვლა თავადაც შემიძლია. მე არ ვეძებ არც ლიდერს და არც ხელქვეითს, მე ვეძებ თანამოაზრეს, ერთს , ორს , ათასს. ვიცი,რომ ერთი ადამიანი ვერ შეცვლის მსოფლიოს, თუმცა ისიც ვიცი, რომ არცერთი რევოლუცია არ დაუწყიათ მილიონებს. მე 16 წლის ვარ და მაისურის ნაცვლად ჩე გევარა ჩემს გონებაშია ჩაბეჭდილი. იქ არის და მუდმივად მახსენებს, რომ „ჯობია მოკვდე ფეხზე მდგარი, ვიდრე იცხოვრო მუხლებზე“…

Advertisements

5 thoughts on “ოცნება არის….

  1. პოსტს რომ ვკითხულობდი ეს ფრაზა გამახსენდა, “99 ფრანკიდან”; ”სულ ვცდილობდი გამეგო, ვის შეეძლო სამყაროს შეცვლა. ეს გრძელდებოდა იმ დღემდე, სანამ მივხვდებოდი, რომ ის, ვისაც ვეძებდი, შესაძლოა თავადვე ვყოფილიყავი.” კარგი პოსტი იყო 🙂

    • მიუხედავად იმისა, რომ “99 ფრანკს” დიდ პატივს არ ვცემ და მიმაჩნია, რომ კარგად გაყიდვისთვის დაიწერა და არა იმიტომ, რომ ავტორის შინაგანი საჭიროება დაეკმაყოფილებინა, ეგ ციტატა მაინც ძალიან მიყვარს. მიხარია თუ მოგეწონა… სხვათაშორის შენი სახელი მომწონს უზომოდ. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სიმღერაც შენი სეხნიაა 😀

  2. Hurts-ის Evelyn. თუ კარგად გინდა მოსმენა მაშინ ბერლინის ლაივი ნახე, მე პირადად ვგიჟდები ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s