მუსიკის გაკვეთილები : 1

იქიდან გამომდინარე, რომ დასასვენებლად (უსაქმურობისთვის) ვარ სოფელში, გარეთ მხოლოდ საღამოს გავდივარ და მთელ დღეებს კითხვაში, კარგი ფილმების ყურებასა და მუსიკის მოსმენაში ვატარებ (თუ არ ჩავთვლით იმ ერთ საათს, როცა ჩემი ინტერნეტ ქონექთი გადაწყვეთს, რომ შეუძლია სრულიად უბრალო ვებ-გვერდი 30 წუთზე ნაკლებ დროში გახსნას) გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა რაღაც ისეთი, რაც სასარგებლო იქნებოდა თქვენთვის და სასიამოვნო ჩემთვის 😀 (ასეთი გულკეთილი ადამიანი ვარ). პრინციპში იქიდან გამომდინარე, რომ თარიღების და სახელების დამახსოვრება ოდნავადაც არ მეხერხება, ეს პოსტები ჩემთვისაც არანაკლებ სასარგებლოა.

მოკლედ და კონკრეტულად, ამ მრავალნაწილიან პოსტებში გესაუბრებით ჩემს საყვარელ ჯგუფებსა და სოლო მომღერლებზე. შესაძლოა სხვა ჟანრის მუსიკას უსმენთ , რაც სრულებით ნორმალურია, უბრალოდ პირადად მე მიმაჩნია, რომ ამ მუსიკალური ლეგენდების შესახებ ასე თუ ისე ყველამ უნდა იცოდეს.

ესეც პირველი გაკვეთილი და თქვენს წინაშეა (დადადადააააააა)

ლედ ზეპელინი (ჩემი პირველი სიყვარული 😀 )

led-zeppelin-blac-and-white-large-wallpaper

ჰარდ როკ ბენდი ინგლისიდან, რომელიც ჩამოყალიბდა 1968 წელს და… აი ეს ხო არავის გაინტერესებთ, ამიტომ ზოგად ინფორმაციას მოგაწვდით მოკლედ და სწრაფად

შექმნის ადგილი და თარიღი: ინგლისი, 1968 წელი942268_4568172253882_2087614281_n

ჯგუფის წევრები: რობერტ პლანტი(ვოკალი), ჯიმი პეიჯი (გიტარა), ჯონ ბონემი (დრამი) და ჯონ პოლ ჯონსი (ბასი)

ჟანრი: როკი

ალბომები: Led Zeppelin I (1969), Led Zeppelin II (1969), Led Zeppelin III (1970) , უსახელო მეოთხე ალბომი (1971), Houses Of The Holy (1973) , Physical Graffiti (1975), In Through The Out Door (1979)

ჯგუფი დაიშალა 1980 წელს, ჯონ ბონემის გარდაცვალების გამო.

ეს ზოგადი ნაწილი, ახლა კი მთავარი: რატომაა ლედ ზეპელინი მსოფლიოში #1 როკ ჯგუფი?

რა თქმა უნდა, ეს მოსაზრება პირადი და სუბიექტურია, შეუძლებელია საზოგადოდ დაადგინო მსოფლიოში საუკეთესო მაშინ, როცა საქმე ხელოვნებას ეხება. თუმცა ჩემთვის ზეპელინი ნამდვილადაა ნომერ პირველი. აი რატომ:

JP

უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ რაც მათ გააკეთეს იქამდე არავის არ გაუკეთებია. რთულია სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია, რაც ამ ბენდის მოსმენისას მეუფლება მე და ყველა მის მსმენელს. იქიდან გამომდინარე, რომ ტექნიკური თვალსაზრისით მუსიკაში არაფერი გამეგება (ნუ შემიძლია მოსმენილი პოლიფონიად დავშალო და ცალ-ცალკე გავარჩიო ამა თუ იმ ინსტრუმენტის ხმა, მაგრამ ეგ არის და ეგ) შევეცდები შევაფასო ემოციური მხრიდან.

ნებისმიერი სახის ფიზიკური ტკივილის გაყუჩება შეიძლება ტკივილგამაყუჩებლით, უფრო რთულ შემთხვევაში ოპერაციით და ა.შ. (არც მედიცინაში ვარ ექსპერტი 😀 ). თუმცა როცა ემოციურად, შიგნიდან, სულში გტკივა რაღაც, მედიცინა უძლურია. თქვენი არ ვიცი და მე, მაშინ როდესაც არ მინდა არაფერი, არ ვარ არავის ხასიათზე და არც ლაპარაკის სურვილი მაქვს დიდად, მხოლოდ ერთი რამ მშველის. ვიკეტები ოთახში, ვწვები საწოლზე (ეს ერთი რიტუალია, ფეხები აუცილებლად კედელზე მაქვს აწყობილი, ხელები კი საით ყრია კაცმა არ იცის) , ვიკეთებ ყურსასმენებს და ვრთავ ზეპელინს. აი მერე კი… ოოოო!!! მერე ხდება სასწაული. მთელი სხეული მეთიშება, რჩება მხოლოდ თითები, რომლებიც შეძლებისდაგვარად ყვებიან მელოდიას, იხრებიან და იშლებიან პეიჯის მიერ აღებული თითოეული აკორდისას. მუშაობს მხოლოდ გული, რომელიც პლანტის თითოეულ ამოძახილთან ერთად იკუმშება და ბონემის დრამის თითოეულ დარტყმასთან ერთად ფეთქავს. სხვა ყველაფერი ქრება. ქრება პრობლემები, არასასურველი ფიქრები, ტკივილი, რომელიც სულ რამდენიმე წამის წინ ჩემში იყო, არაჩვეულებრივად გრძნობდა თავს, ძლიერად ჩაევლო თავისი მარწუხები ჩემი სულის კედლებისთვის და მთელი ძალით ცდილობდა დავეხრჩვე. გარშემო ყველაფერი კვდება და ჰეიზელის არ იყოს, მეც ვხვდები სამყაროში დიდ აფეთქებამდე… ჯერ კიდევ დაუსახლებელში, პრიმიტიულში, ბნელსა და ცარიელში…

download (2)

თუმცა მოდით ნუ წავართმევთ ამ ჯგუფს დანარჩენ მხარეებს. ზეპელინის მოსმენა შეგიძლიათ მაშინაც, როცა მელანქოლიის დიდი ცათამბრჯენი არ გადევთ გულზე. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რა მაგრად ვერთობით მე და ჩემი სამეგობრო (ის ნაწილი ვისაც იგივე სტილის მუსიკა მოსწონს) living loving-სა და Black Dog-ზე. ამას გარდა სკოლიდან წამოსულები ხან whole lotta love-ს ვმღერით (არ გეგონოთ რომ ხმადაბლა) ხან კი , თუ ორნი ვართ, ჩემს ყურსასმენებს ვინაწილებთ და  kasmir-ს ვუსმენთ (მერე ცოტა შენელებულ კადრში მოვდივართ და სასწაულად განგსტერული სიტუაცია იქმნება 😀 )

მგონი რაც ვიტლიკინე საკმარისია, ბოლოსთვის კი ჩემი პირადი ტოპ 5:

1) Babe I’m gonna leave you (ვერც თქვენ წარმოიდგენთ და ვერც მე შევძლებ ავღწერო ეს სიმღერა რას მიშვება და როგორ მიფეთქებს მთელ სულს, უბრალოდ უნდა მოუსმინოთ და იგრძნოთ)

2) Since I’ve been lovin you (შვიდი წუთი, რომელიც წამში გადის)

3) Ten years gone

4) Stairway to heaven

5) Take me home

ამათ გარდა რა თქმა უნდა უამრავია, მაგრამ ყველას ვერ ჩამოვთვლი(არ გამოგრჩეთ communication breakdown, Dazed and confused, american woman ❤ , the lemon song, no quarter , All my love)

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s