ბედნიერების ჯარისკაცებო…

ჩემი არცთუ ხანგრძლივი შეგნებული ცხოვრების ყოველ ეტაპზე მქონდა სიმღერა, რომლითაც ვიწყებდი დღეს. თუმცა დღეს მივხვდი, რომ არ არსებობს ამ მიმართვაზე უკეთესი გზა იმისთვის, რომ დაიწყო არაჩვეულებრივი დღე, ისევე, როგორც არ არსებობს ამ მიმართვით დილის დაწყებაზე უკეთესი გზა იმისთვის, რომ გახადო ყოველი დღე არაჩვეულებრივი.

“I’m sorry, but I don’t want to be an emperor. That’s not my business. I don’t want to rule or conquer anyone. I should like to help everyone – if possible – Jew, Gentile – black man – white. We all want to help one another. Human beings are like that. We want to live by each other’s happiness – not by each other’s misery. We don’t want to hate and despise one another. In this world there is room for everyone. And the good earth is rich and can provide for everyone. The way of life can be free and beautiful, but we have lost the way.

Greed has poisoned men’s souls, has barricaded the world with hate, has goose-stepped us into misery and bloodshed. We have developed speed, but we have shut ourselves in. Machinery that gives abundance has left us in want. Our knowledge has made us cynical. Our cleverness, hard and unkind. We think too much and feel too little. More than machinery we need humanity. More than cleverness we need kindness and gentleness. Without these qualities, life will be violent and all will be lost….

The aeroplane and the radio have brought us closer together. The very nature of these inventions cries out for the goodness in men – cries out for universal brotherhood – for the unity of us all. Even now my voice is reaching millions throughout the world – millions of despairing men, women, and little children – victims of a system that makes men torture and imprison innocent people.

To those who can hear me, I say – do not despair. The misery that is now upon us is but the passing of greed – the bitterness of men who fear the way of human progress. The hate of men will pass, and dictators die, and the power they took from the people will return to the people. And so long as men die, liberty will never perish. …..

Soldiers! don’t give yourselves to brutes – men who despise you – enslave you – who regiment your lives – tell you what to do – what to think and what to feel! Who drill you – diet you – treat you like cattle, use you as cannon fodder. Don’t give yourselves to these unnatural men – machine men with machine minds and machine hearts! You are not machines! You are not cattle! You are men! You have the love of humanity in your hearts! You don’t hate! Only the unloved hate – the unloved and the unnatural! Soldiers! Don’t fight for slavery! Fight for liberty!

In the 17th Chapter of St Luke it is written: “the Kingdom of God is within man” – not one man nor a group of men, but in all men! In you! You, the people have the power – the power to create machines. The power to create happiness! You, the people, have the power to make this life free and beautiful, to make this life a wonderful adventure.

Then – in the name of democracy – let us use that power – let us all unite. Let us fight for a new world – a decent world that will give men a chance to work – that will give youth a future and old age a security. By the promise of these things, brutes have risen to power. But they lie! They do not fulfil that promise. They never will!

Dictators free themselves but they enslave the people! Now let us fight to fulfil that promise! Let us fight to free the world – to do away with national barriers – to do away with greed, with hate and intolerance. Let us fight for a world of reason, a world where science and progress will lead to all men’s happiness. Soldiers! in the name of democracy, let us all unite!”

tumblr_mz15stNO4O1slibb1o1_500

ვუსმენ, ვკითხულობ და ვხვდები, რამდენად კარგად ერგება 1940 წლის ფილმიდან ამოჭრილი მიმართვა დღევანდელ რეალობას. ვუსმენ და ვმუნჯდები, იმიტომ, რომ შეუძლებელია ამ სიტყვებს კიდევ რამე დაუმატო… ან შეიძლება უბრალოდ ცრემლებით სავსე თვალებით , ატკიებული გულით და დაბინდული გონებით მიჭირს შესაფერისი სიტყვების პოვნა

ან რა უნდა თქვა, როცა გესმის, როცა გრძნობ, როცა ხედავ, როცა გჯერა, მაგრამ იცი, რომ  შენი რწმენა საზოგადოებაში კი არა, შენშიც კი რთულად თუ შეცვლის, დაამარცხებს ელემენტარულ, ქცევით დამოკიდებულებას.

მინდა ვიფიქრო, რომ 21-ე საუკუნეში და არამარტო , ზოგადად იმ დროიდან, როცა ადამიანმა ბალიშის ქვეშ იარაღით ძილი შეწყვიტა, დუელები აკრძალა და ომს ყოველდღიური მოვლენის სახე დააკარგვინა, სიტყვა მთავარ იარაღად იქცა. მინდა დავიჯერო, რომ ადამის მოდგმას დღეს შეუძლია, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, მარტივად, უბრალოდ მოსმენით გაარჩიოს შავი თეთრისგან. მაგრამ რეალობა ისაა, რომ ადამიანებს სიტყვა, ერთმანეთი, საკუთარი თავი კი არა ქაღალდის უბრალო ნაგლეჯი მართავს. ასე იყო ოდითგანვე და ასე იქნება მუდამ. სიტყვას რომ შეეძლოს მასებზე მოქმედება (მოქმედებაში არ ვგულისხმობ წამიერ აგზნებას, აბობოქრებას), მაშინ ჩაპლინის ამ ფილმის გამოსვლისთანავე დამთავრდებოდა მსოფლიო ომი და მას აღარ მოჰყვებოდა არცერთი ბრძოლა. ადამიანი შეეშვებოდა ყველანაირი პროგრესის უარყოფით, დასანან ტრაგედიად გადაქცევას… ადამიანი გაახელდა თვალებს და მიხვდებოდა, რომ ის მანქანა არაა, ის ადამიანია.

“In the 17th Chapter of St Luke it is written: “the Kingdom of God is within man” – not one man nor a group of men, but in all men! In you!” ვუსმენ და მახსენდება დუმბაძე, რომელიც ამბობდა, რომ ღმერთი ცაში კი არა, ერთმანეთში უნდა ვეძებოთ, რომ უფალი ყველა ჩვენგანშია. ვკითხულობთ, ვუსმენთ, თავს ვაქნევთ, მაგრამ ვერასდროს ვიგებთ, ვერასდროს ვიყენებთ. მოგვწონს ფიქრად, მაგრამ გამბედაობა არ გვყოფნის იმისთვის, რომ ვაქციოთ რეალობად.

lib

ნუ იქნები პესიმისტი! დაიჯერე რომ შეგიძლია! არ უყურო ცხოვრებას, როგორც ომს. ცხოვრება რთულია, უბედურებით სავსე, მაგრამ მაინც მშვენიერია

. tumblr_n3rxswnxSl1twigzco1_500 შესაძლოა ახლა სულაც არ გეჩვენება ასე, თუმცა თუ მომავლის იმედს, სიცოცხლის, თავისუფლების წყურვილს არ დაკარგავ, სწორედ ეს იმედი გაალამაზებს ყველაფერს ირგვლივ. ცხოვრება ომი არაა, ცხოვრება ქვევრია, როგორც ამბობენ, რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებსო. დაიჯერე, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, დააფასე  მზის თითოეული სხივი, ცის სილურჯისა თუ ღრუბლებისგან მოქსოვილი თითოეული ქუდი, ყოველი წვიმის მოსვლა და უცოდველი თოვლით შემოსილი მიწის თითოეული სანტიმეტრი. გაუღიმე ყოველ გაზაფხულს, აპრილში აფეთქებულ ატმის რტოებს, ახალი წიგნის სურნელსა და მისი წაკითხვის გულისშემკუმშველ მოლოდინს. გაუღიმე ღამის ცასა და ვარსკვლავებს, ნუ შეეცდები მათ დათვლას, ვარსკვლავებთან რიცხვები და  მათემატიკა რა მოსატანია. იოცნებე! ამაზე უკეთესი რა დაგრჩენია! გაშალე შენი ფანტაზია და ბედნიერებას რაც მოგანიჭებს ყველაფერი გააკეთე. ნუ გეშინია, ბოლო მაინც ყველას ერთი გვაქვს, ყველა ცხოვრების გზა საბოლოოდ ხომ ერთ ჭიშკართან მიდის.

და კიდევ ერთი, გაიღიმეთ რა! ქუჩაში გაიღიმეთ, ნუ დადიხართ მოღრუბლულები! გაიღიმეთ, თორემ მე და ჩემს გაღრეჭილ მეგობრებს თავი გიჟები გვგონია 😀

იოცნებე! გახდი ბედნიერების ჯარისკაცი!

To infinity and beyond!

tumblr_n91kukG4Ze1rsadwno1_1280

Advertisements

2 thoughts on “ბედნიერების ჯარისკაცებო…

  1. უუფ როგორ გამახარა შენი ბლოგის აღმოჩენამ 🙂 მეც სულ ვიღიმი მგონი ქუჩაში და გიჟიმგონიახოლმე თქვენსავით თავი :3

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s