ჯორჯ ორუელი – 1984

1984_poster

თუ არ ვცდები, ჯონ გრინის “ბედის ვარსკვლავის ბრალიას” განხილვაში დავაწერე, რომ წიგნმა ემოციურად გამანადგურა. ჰოდა თუ მაშინ ემოციურად დავრჩი ნულზე, 1984-ის წაკითხვის შემდეგ გონებრივად გავბრტყელდი მიწასთან.

George-Orwell-1984- წიგნში აღწერილი სიტუაცია, აბსოლუტურად მიუღებელი, გამაღიზიანებელი და საზიზღარია. თუმცა მიუხედავად დესპოტიზმის მრავალი, წარმოუდგენელი გამოვლინებისა, მკითხველს წამითაც არ ეკარგება იმის შეგრძნება, რომ მოთხრობილი რეალობასთან საოცრად ახლოსაა. იქნებ იმიტომ, რომ ყველა ეპოქას ყავს თავისი დიდი ძმა? დიდი ძმა, რომელიც ყველაფერს ხედავს, თვალს არასდროს გაცილებს და საჭიროების შემთხვევაში , სწორედ მისი მზერის გამო გიკრავენ თავს სიყვარულის სამინისტროში.  

1-009

ერთმა მეგობარმა მითხრა, რა კარგია, რომ დღეს მსგავსიც არაფერი ხდებაო. ძალაუნებურად ჩამეცინა. ფაქტი ისაა, რომ ყველა მთარვრობა, ყველა პარტია თუ პირი, ვინც ქვეყნის სათავეში მოექცევა, ცდილობს ხალხზე რაღაც სახით მოახდინოს გავლენა, აკონტროლოს მათი აზროვნება, ინსტინქტები. შესაძლოა ხერხები არ არის ისეთი სასტიკი, როგორიც 1984-შია მოყვანილი, თუმცა ადამიანის გონების კონტროლი, მაინც გონების კონტროლად რჩება. ზოგჯერ მგონია, რომ დღეს ჩვენს სამართავად სულაც არ არის იმდენი ძალისხმევა საჭირო, რამდენსაც ორუელის ამ ნაწარმოებში მთელი მმართველი პარტია ხარჯავს. police_de_la_pensee წიგნის კითხვისას სულ გაქვს იმედი, რომ რაღაც შეიცვლება. ძალიან მარტივია ამ იმედის ახსნა, მთავარი გმირი, უინსტონი, ხომ აშკარა წინააღმდეგია ამ ტირანიის და ცდილობს საკუთარ თავში მაინც დაამხოს იგი. ამას გარდა ის არც თუ ცოტა ნაცნობსა თუ უცხოში ხედავს თანამოაზრეს და მკითხველსაც უჩნდება იმედი, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის დაკარგული, რომ თავისუფლებას ნაჩვევი ადამიანები ძალმომრეობას და აზროვნების აკრძალვას ასე იოლად არ შეეგუებიან. თუმცა უბედურება ისაა, რომ ოკეანიის მოსახლეობას ფიქრის ეშინია, თავისუფლება კი თუ ოდესმე ჰქონდა, აღარც ახსოვს. ზოგადად რთულია რამე გახსოვდეს, როდესაც წარსული მუდმივად “იცვლება”.

“თუ ჯერ კიდევ არის იმედი, მხოლოდ პროლებში”. პროლები არიან ადამიანები, რომლებიც ოკენაიის კანონებს არ ემორჩილებიან. სახელმწიფოთვის ისინი ჩვეულებრივი მათხოვრები არიან, თითქოს არც არსებობენ. ისინი არ მუშაობენ სახელმწიფო სამსახურებში, არ იღებენ სხვა მოქალაქეებისთვის განკუთვნილი საკვების მწირ და უხარისხო ულუფებს და ბევრად უფრო გაჭირვებულად ცხოვრობენ. თუმცა პროლები არ აგზავნიან საკუთარ შვილებს სკოლებში, სადაც მათ ასწავლიან, თუ როგორ უნდა უსმინონ მშობლების საუბარს და დაასმინონ ისინი, თუკი პარტიისთვის მიუღებელი სიტყვა მაინც წამოცდებათ. პროლები არ ამაყობენ, როცა მათი შვილები ჯაშუშებად ყალიბდებიან და არ უხარიათ, როდესაც ბავშვი დედას აზრის პოლიციაში ასმენს და წამებით სიკვდილისთვის წირავს. მაგრამ პროლებში დარჩენილი იმედიც რთული საპოვნია. მათი ცხოვრება გადარჩენაზე ფიქრი უფროა, ვიდრე ამბოხსა და რევოლუციაზე.

წიგნში ასევე ჩნდება უინსტონის სასიყვარულო ობიექტი. მათი ურთიერთობა თავდაპირველად ამბოხი უფროა, ვიდრე სიყვარული, თუმცა თანდათან ჩნდება იმედი იმისა, რომ ამ ღვთისგან დავიწყებულ, ფერდაკარგულ, გაყინულ სამყაროშ, ორ ადამიანს მაინც აქვს ყველაზე ადამიანური გრძნობის , შეყვარების უნარი. მაგრამ მაინცდამაინც ნუ გაიხარებთ,წიგნის დასასრულის წაკითხვის შემდეგ თავი ყველაზე ცუდად ვიგრძენი, რადგან დავკარგე კაცობრიობის ნდობა.

გარდა საინტერესო სიუჟეტური ხაზისა, თქვენ შეამჩნევთ ორუელის წინასწარმეტყველების ნიჭსაც, მიუხედავად სახელისა, წიგნი 1949 წელს გამოიცა. ამითაა გამოწვეული ისიც, რომ  ჯორჯ ორუელს (ერიკს) ბევრი თავისი დროის ნოსტრადამუსსაც უწოდებს, რადგან ბევრი ის ტექნიკური მიღწევა, რაზეც ის წიგნში საუბრობს და რაც ნაწარმოების სიუჟეტური ხაზის მნიშვნელოვანი ნაწილია, 49 წელს ჩანაფიქრშიც არ ქონდა ადამიანს.

ეს ერთ-ერთი იმ წიგნთაგანია, რომლებსაც მე “უვადოს” ვუწოდებ,რადგან მიმაჩნია, რომ ისინი ძალიან კარგად ერგება ნებისმიერ პერიოდს. ასე რომ გადაშალეთ და ისიამოვნეთ.

Advertisements

4 thoughts on “ჯორჯ ორუელი – 1984

  1. ამ წიგნის წაკითხვის სურვილი ამ პოსტით მხოლოდ გამიასმაგე… მეტს ვეგარ მოვიცდიი უნდა ვიყიდო 😀

    • ბიბლიოთეკაში იქნება თუ არა ზუსტად ვერ გეტვყი, გაყიდვით კი ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში იქნება. ბიბლუსში და პარნასში რომაა ეგ ზუსტად ვიცი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s