როცა პოზიტივი გჭირდება

tumblr_nbp75yhwV41rkm4r8o1_500

არასდროს მჯეროდა ბედისწერის და დღემდე მიმაჩნია, რომ ის უბრალოდ მშიშარა ადამაინების გამოგონილი სისულელეა. ადვილია თავი იმართლო, საკუთარი სიმხდალე და უუნარობა გაამართლო ყველაფრის ბედზე გადაბრალებით. ადვილია თქვა, რაც მოსახდენია, მოხდებაო და ელოდო, როდის მოგიკაკუნებს ბედნიერება კარზე. ადვილია საკუთარი გრძნობებით შეშინებულმა, შენთვის უძვირფასესი ადამიანი გაუშვა და თქვა, რომ თუ ერთად ყოფნა გიწერიათ, ის დაბრუნდება. ადვილია გაფლანგო ძვირფასი დრო და არ გააკეთო არაფერი ფასეული.

რეალურად კი აუცილებელია საკუთარ ცხოვრებას ხელი მოკიდო და ერთი გემრიელად შეანჯღრიო. არ მოგწონს? შეცვალე! ვიცი, რომ თქმა ადვილია, გაკეთება კი რთული, მაგრამ ამის ცოდნის  გამო ხშირად არც კი ვცდილობ გაკეთებას და სწორედ ეს მაღიზიანებს, როგორც საკუთარ თავში, ისე სხვა ადამიანებში.

10626700_573073519464307_468193744718941028_n  არადა რომ დავფიქრდეთ, რისი გვეშინია? ჩვენ, ადამიანებს, რომლებმაც ვიცით, რომ ცხოვრება ხანმოკლეა. როგორ უნდა შეგეშინდეს სიმამაცის მაშინაც კი, როცა იცი, რომ ეს დღე შეიძლება უკანასკნელი იყოს.

იქნებ ცხოვრება მარტივია და ჩვენ უბრალოდ ვართულებთ მას? მაგრამ ასეც ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ცხოვრება მარტივი არაა. ადამიანებს შორის ურთიერთობებია იმაზე ბევრად უბრალო, ვიდრე ჩვენ წარმოვიდგენთ ხოლმე. გიყვარს? უთხარი. რატომაა ეს ასეთი რთული. აბა ეჭვებით ტანჯვა ჯობია? მაგრამ ალბათ გვირჩევნია, იმიტომ, რომ იშვიათად თუ ვამბობთ რამეს.

tumblr_nbp5z2T9Gg1rkm4r8o1_500

ზოგადად ძალიან პოზიტიური ადამიანი ვარ. ყოველთვის ვერიდები უარყოფითი სიუჟეტების წარმოდგენას და სიტუაციის გამოსწორების იმედს დროზე ადრე არასდროს ვუშვებ ხელს. არასდროს ვნერვიულობ იმაზე, რომ შეიძლება ორი შესაძლო გზიდან საქმე ცუდისკენ წავიდეს, მოკლედ რომ ვთქვათ, არასდროს ვღელავ წინასწარ და ვცხოვრობ პრინციპით, რომ თუ პრობლემა გამოსწორებადია, მაშინ ნერვიულობა არ ღირს და თუ გამოუსწორებადი, მაშინ გულის გახეთქვას აზრი არ აქვს.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ სულ ვიცინი და ბედნიერი ვარ. არა, მე უბრალოდ არ ვრთავ შესაძლო უბედურებას იმის ნებას, რომ ბედნიერების, სიმშვიდის, ღიმილის თუნდაც ერთი წუთი წამართვას. ჩვენ ხომ ასე ძალიან გვიყვარს იმაზე ფიქრი, თუ რა შეიძლება წავიდეს არასწორად, როგორ შეიძლება დაიმსხვრეს ჩვენი გეგმები და ოცნებები , თუმცა იშვიათად თუ ვფიქრობთ, რომ თუ რაღაც სასურველის გაკეთებას შევეცდებით, შეიძლება ნამდვილად მივაღწიოთ მიზანს და ვიყოთ ბედნიერები. როგორც რემარკი ამბობდა : “არასოდეს იკითხოთ, თუ რა მოყვება თქვენს საქციელს, თორემ ვერასდროს ვერაფერს გააკეთებთ.”

tumblr_nboofq1dML1rs3gyvo1_1280 არ ვამბობ, რომ ცხოვრებაში მხოლოდ დადებითი მოვლენებით ვართ გარშემორტყმულნი, მაგრამ არ არის საჭირო, საკუთარი ფიქრებით, ქვეცნობიერად ყველაფერი იმაზე უარესი გავხადოთ, ვიდრე რეალურად არის ან შეიძლება იყოს.

ზოგადად ამოვიღოთ სიტყვა “შეიძლება” და “იქნებ” ლექსიკონიდან. ჩვენი ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა ჩამოუყალიბებელი გადაწყვეტილებებისთვის. გვეყო ყველაფრის სხვა დროისთვის გადადება (ამას პირველ რიგში საკუთარ თავს ვეუბნები). საკმარისია! შეეცადე არ იფიქრო იმაზე, რომ ხვალ შეიძლება აღარც იყო (გვინდა არ გვინდა, ცოტა ნეგატიური თემაა ) უბრალოდ შეცვალე ეს წინადადება უფრო პოზიტიურით და იფიქრე, რომ თუ დროს უფრო რაციონალურად არ გამოიყენებ, ყველა სიგიჟის გასაკეთებლად და მსოფლიოს მთელი მშვენიერების სანახავად ის უბრალოდ ვერ გეყოფა. არ იფიქრო პრობლემებზე, ტკივილზე და სიკვდილზე, იფიქრე სირთულეების გადალახვაზე, კონცენტრირდი არა დამსხვრეულ გულზე, არამედ მისი გამთელების გზებზე და რაც მთავარია, დააფასე საკუთარი სიცოცხლე!

არ დავეთანხმები მარკესს და ვიტყვი, რომ არ არის აუცილებელი ვიცხოვროთ ყოველი დღე ისე, თითქოს ის უკანასკნელია. ეს რომ წარმოვიდგინო ყოველ დღე, ასე მგონია არც თუ ბედნიერი ვიქნები. მე მინდა ვიცხოვრო ისე, რომ თითოეული გათენება ბედნიერებისკენ მიმავალ ბილიკზე წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს და ამავდროულად მინდა შემეძლოს დავინახო ყველაფერი კარგი, რაც ამ გზას ახლავს თან. იმ შემთხვევაში, თუ დღეს ჩემი უკანასკნელი დღეა, მინდა დავაფასო ის, რაც მაქვს და ვიყო ბედნიერი ამით, მაგრამ ამავდროულად მინდა მქონდეს მიზანი, უფრო დიდი ბედნიერება, რადგან ვინ იცის, იქნება და ეს დღე სულაც არაა საბოლოო.

tumblr_nbo25pOhEl1t13mmno1_1280

To infinity and beyond! 😉

Advertisements

2 thoughts on “როცა პოზიტივი გჭირდება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s