Zentangles, ოხ ეს გაციება და სიცხიანი მუსიკა

Collage.jpg

მდაა.. მესამე დღეა ვირუსიანი და უბედური ვგდივარ საწოლზე, მილიონ ბალიშში ჩაფლული და პლედში შაურმასავით შეფუთული. დღეს პირველად შევძელი საკმარისად აზროვნება იმისთვის, რომ რამე დამეწერა.

მაგრამ ძალიან დიდი მოლოდინიც ნუ გექნებათ. კლავიატურაზე თითების კაკუნის თავი კი მაქვს, მაგრამ თავისუფლად აზროვნებას ჯერ კიდევ კუნთების, ყელისა და თავის ტკივილი უშლის ხელს.. და კიდევ ის უსაზიზღრესი ქოლდრექსის “ჩაი” (ჩაი არა კვატი,საწამლავია)

იქიდან გამომდინარე, რომ ეს სამი დღეა ვერაფერს ვაკეთებ და ამ თავისუფალი დროის ხარისხიანად გამოყენებაც არ შემიძლია, ათასი სისულელის კეთებაში გამყავს საათები (ნუ უმეტესად მძინავს).

უაზრო ფილმებს ვერ ვიტან, აზრიანის საყურებლად კი საკმარისი ენერგია არ მაქვს, კითხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ… თვალები ისეთი დამძიმებული მაქვს, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ჩინელების ტკივილი ასე კარგად არასდროს მიგრძვნია. ერთადერთი, რაც შემეძლო, იყო ხატვა, ჰოდა მეც ავდექი და საკუთარ თავში zentangle-ების მხატვარი აღმოვაჩინე.. სხვათაშორის ხატვის პროცესიც მომწონს და არც შედეგით ვარ ძალიან უკმაყოფილო. რაც მთავარია ბევრი დრო მიაქვს და თავის ტკივილს მავიწყებს 😀 ისე გამიტაცა ამ უცნაური ფორმების ხატვამ, რომ ორშაბათსვე ვყიდულობ ტუშის პასტებს, ცალკე ბლოკნოტს და ერთ-ორ შავ მარკერს, ჩემი “შემოქმედების” უფრო მაღალ დონეზე ასაყვანად.

photo    image

კიდე რას ვაკეთებ… რას ვაკეთებ და ხილს ვანადგურებ. რამდენი კილო ვაშლი გავასწორე მიწასთან არ ვიცი, მაგრამ ორსულს რომ მჟავე უნდა, ისე მინდა ხოლმე ხილი… ცოტა ვნერვიულობ უკვე 😀

Paolo_Nutini

მადლობა ღმერთს მუსიკის მოსმენის უნარს არასდროს ვკარგავ. ამ მხრივ ეს დღეებია პაოლო მეხმარება. დიდი ხნის წინ აღმოვაჩინე და იმის მერე მიყვარს მისი ხმა, მუსიკა, ტექსტები, შესრულების მანერა და ზოგადად ყველაფერი.

ამის მერე როგორ არ უნდა შეგიყვარდეს ❤

სიმღერა ხომ არაჩვეულებრივია და თან სეზონსაც უხდება (რეალურად უბრალოდ სიმღერა მომწონს, თორემ შუა ზაფხულში ჩემი სახლიდან საახალწლო სიმღერები ისმის ხოლმე, სეზონს უხდება თუ არა ვის აინტერესებს :D)

ეს პოსტი ამ სიმღერის ფონზე იწერება ❤

ამ ყველაფრის გარდა მთელი დღე youtube მაქვს გახსნილი და რა არ ვნახე. საყვარელი ვლოგერების ვიდეოებს რომ გადავუარ-გადმოვუარე ეგ კიდევ არაფერი, ცხოველებთან ლაპარაკიც ვისწავლე და სავარაუდოდ ელენის ყველა გადაცემას ვუყურე (ნახევარზე მეტის ყურებისას ნახევრად მეძინა, დანარჩენი ნახევრის კი  “თვალების ბოლომდე გახელის უნარის” არ ქონის გამო მხოლოდ ის ნაწილი მაქვს ნანახი, რომელიც მონიტორის ცენტრში მოხვდა. 😀 )

მოკლედ ამაზე მეტს ვერ დავწერ, თვალები მეხუჭება. თუ რამე სასწაულს აღმოაჩენთ ამ პოსტში, ჩემი არა, ვირუსის ბრალია. ❤

To infinity and beyond! (With several packs of tissues :D)

Advertisements

4 thoughts on “Zentangles, ოხ ეს გაციება და სიცხიანი მუსიკა

  1. mari says:

    მადლობა კარგი მუსიკისთვის, ვეძებდი 🙂 პოსტებიც ძალიან საინტერესო გაქვს ^_^

  2. რა გამჭრიახი გონების პატრონი ხარ 😀 😀 ❤ ძალიან სიცოცხლით სავსე პოსტები გაქვს ^^ აი, გაზიანი სასმელივით შუშხუნა ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s