23/10

8b90a1bc6bc745028900c60998813b6c

არა, პოსტის სათაურში არ იგულისხმება 23 ოქტომბერი…

10 თვე და 23 მოკლული ქალი…

მეტი რა ვთქვა, როგორ ვთქვა ისე, რომ ცენზურა არ შემომერღვეს.

ქმრის, შეყვარებულის, ყოფილი ქმრის თუ ყოფლი შეყვარებულის მიერ “სიყვარულით” მოკლული 23 ქალი.

რა ხდება??? გუშინდელი P.S-ის სიუჟეტის ნახვის შემდეგ ჯერ კიდევ მიჭირს აზრზზე მოსვლა. რთულია სიტყვებით გადმოვცე ის აგრესია, რომელიც მიჩნდება თითოეული მოძალადე ადამიანის მიმართ. არ ვიცი ვინ მაღიზიანებს უფრო მეტად, მოძალადეები, ადამიანები, რომლებიც მათ გამართლებას ცდილობენ და წინადადებას იწყებენ ფრაზით “რაიცით იქნებ..” თუ წულუკიანი, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანაში კრიმინალის დონე არ გაზრდილა, უბრალოდ მოკლულ ქალთა რიცხვმა იმატა.

სიბრაზისგან შეიძლება ხელები მიკანკალებდეს, თუმცა არ მავიწყდება, რომ აგრესიას აგრესიით ვერ დაამარცხებ. მიჩნდება ლოგიკური კითხვა : აბა რით შეიძლება ვებრძოლოთ ამ იმბიცილიზმს? სიყვარული და სიკეთე აქ უადგილოა, სიტყვით კი ეჭვი მეპარება მოძალადემ რამე შეიგნოს. უბრალოდ ამაზრზენია, როცა კაცი, რომელსაც ტვინი არ ყოფნის თვითრეალიზებისთვის, კლავს ქალს, რომელიც რატომღაც მოძრავ ქონებად მიაჩნია და სიყვარულით იმართლებს თავს.

გამოკითხვა მიმდინარეობდა გადაცემის მსვლელობისას. აინტერესებდათ თუ რით იყო გამოწვეული ქალთა გახშირებული მკვლელობები. სამი პასუხიდან სამივე ერთად იყო მიზეზი ჩემი აზრით.

1)განათლების დაბალი დონე – რა უნდა მოთხოვო ადამიანს, რომელიც დღემდე დასცინის ყველას, ვინც ისწავლა და წარმატებას მიაღწია, თვითონ კი ბირჟაზე დგას დღე და ღამე. ვერ წარმომიდგენია ერუდირებულმა ადამიანმა ძალადობა ან გაამართლოს ან თვითონ ჩაიდინოს. მიჭირს დავინახო კაცი, რომელიც კითხულობს იმ ადამიანთა ნააზრევს, რომლებმაც დროს გაუსწრეს და ამ დროს თვითონ გასული საუკუნეების არასასურველი გადმონაშთივით აზროვნებს.

2)ტრადიციები – ქალზე ძალადობა ქართულ ტრადიციად როდის იქცა არ ვიცი (ალბათ სადღაც “ვეფხისტყაოსანსა” და ჯაყოს ხიზნებს შორის მოხდა ეს მუტაცია), მაგრამ ფაქტია, რომ “ქალი ვიცი მე კუხნაში” – ტიპის ადამიანები, დღემდე ვერ გადაგვარდნენ. მეცოდება და მტკივა თითოეული ასეთი სულიერი. კიდევ უფრო მეცოდებიან ქალები, რომლებიც თვლიან, რომ იმსახურებენ ქმრის მუშტს (ამ დროს ხომ ქმრის გარდა საკუთარი თავის ატანაც გიწევს). ფაქტი კი ერთია, თუ ეს ძალადობა ტრადიციებითაა გამოწვეული, მაშინ საქართველოს ისეთი საამაყო წარსული სულაც არ ჰქონია, ჩვენ რომ ვფიქრობთ.

3)მაღალი ეშელონების აბსოლუტური უმოქმედობა – დასანახად ვერ ვიტან, მთელი არსებით მაღიზიანებს დღევანდელი იდიოტებით დაკომპლექტებული მთავრობა, რომლებსაც ამ სიტუაციიდან მხოლოდ ის აინტერესებთ, თუ როგორ დააბრალონ ყველაფერი ნაციონალურ მოძრაობას და მათი მმართველობისას დაშვებული შეცდომების სიაში როგორ ჩააკვეხონ კრიმინალის ცუდი კონტროლი. არადა კრიმინალმა რომ იმატა, ამას ბრმაც კი ხედავს დღეს, თუ ვინმე ძალით ითხრის თვალებს, ეს მისი პრობლემაა. მაგრამ ქვეყანას ვინ უკეთ იცავდა ეს სხვა თემაა. მთავარი და ამაზრზენი ისაა, რომ მაშინ, როცა ქვეყანაში, რომელსაც ევროპის ნაწილობაზე აქვს პრეტენზია,  წელიწადზე ნაკლებში 23 ქალია მოკლული, მთავრობას მხოლოდ იმის დამტკიცება უნდა, რომ ეს ყველაფერი ნაცების დროსაც ხდებოდა და არ შუქდებოდა. სხვა სადარდებელი აღარაა ქვეყანაში ხო? რეალურად სარგებლის მომტანს არავინ არაფერს აკეთებს. ვის უნდა მიმართოს ქალმა, რომელსაც უბრალოდ ცხელ ხაზზე დარეკვა არ უშველის, ქალმა, რომელსაც სიკვდილამდე მიმყვანი ფიზიკური ანგარიშსწორებისგან სჭირდება დაცვა? პოლიციას? პოლიცია რეალურად არაფერს აკეთებს მანამ, სანამ ყველაფერი ფატალურ დასასრულამდე არ მივა. გაფრთხილება რომ შველოდეთ ფსიქოპატებს, ცხოვრება ბევრად მარტივი იქნებოდა, მაგრამ რაღაც ვითომ საშიში ფურცლის პოტენციურ მკვლელს კი არა , მოსწავლეებს აღარ გვეშინია და ეს თუ პატრულის თანამშრომელს არ ესმის, მაშინ ვინ უნდა გაიგოს არ ვიცი.

საბოლოო ჯამში კი ყველაფერი ადამიანობის ნაკლებობითაა გამოწვეული. რა თქმა უნდა, არაადამიანი და არაკაცია ყველა, ვინც ქალზე ძალადობს, სულელია ყველა ქალი, ვინც თვლის, რომ ამ ფაქტის რამით გამართლება შეიძლება, მაგრამ არანაკლებ სულმდაბალია ყველა, ვისაც მეზობლის სახლიდან გამოსული ქალის კივილი ესმის და თვლის, რომ ყოველდღიური აყალმაყალი და ქალის სახეზე მომატებული დალურჯებები ოჯახის საქმეა.. თუ ამას რომელიმე “ქართველი ვაჟკაცი” კითხულობს, მინდა გითხრათ, რომ თქვენ ამ გამაღიზიანებელ ტიპაჟებში, მკვლელების მერე ყველაზე მეტად მაღიზიანებთ. 17 მაისს რომ გარბიხართ თქვენზე ბევრად უფრო გულმაგარი ჰომოსექსუალების საცემად, დასაწვავად და დასახოცად (გულმაგარი უნდა იყო აბა ამ გორილების წინ რომ დადგე და მუშტს შეეგებო), იქნებ თქვენი კაცობა იმ პრობლემების გადასაწყვეტად დახარჯოთ, რომლებიც რეალურად უქმნის ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს? თუმცა რაზე ვლაპარაკობ. დარწმუნებული ვარ უმრავლესობას სახლში დალურჯებული ცოლი გელოდებათ…

შეწყვიტეთ საკუთარი გაუნათლებლობის, განუვითარებლობის, კომპლექსიანობის და ცხოველური ინსტინქტების სიყვარულად და სარწმუნოებად გასაღება. დაიმახსოვრეთ ერთხელ და სამუდამოდ: ძალადობა სიყვარული არაა, პირჯვარს კი მუშტით არ იწერენ!!!!

To infinity and beyond! – ტრადიციის დარღვევა არ მინდა, თორემ სულ არ ვარ ამ ფრაზისეულ ენთუზიაზმზე ახლა

Advertisements

11 thoughts on “23/10

    • ნეტა შეიძლებოდეს არ დათანხმება , კამათი ამ თემაზე და იმ დასკვნამდე მისვლა, რომ ყველაფერი ასე ცუდად არაა.. ნეტა შეიძლებოდეს :X ისეთი გაბრაზებული ვიყავი, ეს პოსტი რომ არ დამეწერა , ვერ ამოვისუნთქებდი ნორმალურად.

      • რეალურად და ოდნავი ტვინის განძრევით თუ იფიქრებ კი,მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ფიქრი აკრძალული რამეა,სამწუხაროდ,ქალთა უმრავლესობა ფიქრობს,რომ გამართლებულია ეს ძალადობა. განათლება,განათლება და კიდე განათლება თუ გვიშველის X

  1. აბსოლუტურად გეთანხმები ყველაფერში!!! თავში მხოლოდ ერთი სიტყვა მიტრიალებს ამ ბოლო დროს – ამაზრზენია!!!

  2. ყვიროდა შენი თითოეულიი ფრაზა და სრულიად გეთანხმები. ვერაფერი ვერ შეცვლის ამას, მანამ სანამ ყველა სათითაოდ თუ არა ჩვენი მისახლეობის ნახევარი მაინც არ შეიგნებს ამას.

      • ყველამ თუ არა რაღაც ნაწილს ხომ ესმის? მართალია ეს ბევრს არ ნიშნავს მაგრამ კიდე ერთი ორი შენნაირი და იქნებ შევაგნებინოთ ამ ხალხსს რამე

  3. კიდევ ერთი-ორი არ შველის, მილიონებმა უნდა იფიქრონ ასე. ქართული ოჯახების აბსოლუტურ უმრავლესობაში ქალზე ძალადობა (ფიზიკური და სიტყვიერი) დილას პირის დაბანასავითაა. საზოგადოებას უნდა შეიცვალოს აზროვნება, სრულიად ხალხმა. რაზეა საუბარი, როცა თავად ქალები ადანაშაულებენ ხშირ შემთვევაში ისევ ქალებს და მამაკაცებს ამართლებენ. ჩვენ ვართ უსულგულო ბრბო, რომელიც ჯუნგლების კანონით ცხოვრობს – იმარჯვებს ძლიერი. იცი, ერთხელ იყო შემთხვევა, როცა შევესწარი მსგავს ფაქტს, ღამის 4 საათზე საკუთარი აივნიდან, რა თქმა უნდა გამოვიძახე პატრული, რომელმაც “დააშოშმინა” წყვილი, მერე დამირეკა და მამცხნო, რომ თურმე ქალს “პატარა ოჯახური კინკლაობის” გამო ურტყამდა სახეში ქმარი – ალბათ ასე ახსნა ქალმა, რომ ის მუტრუკი არ დაეჭირათ. რა უნდა მეთქვა.. ყველა თავად წყვეტს როგორ იცხოვროს, მთელი ღამე იმ ახალგაზრდა გოგოზე ვფიქრობდი, რომელიც იმდენად თავმოყვარე ან შეშინებული ( ან ორივე ერთად) იყო, რომ თითქმის ჩურჩულით იგერიებდა ქმარს, სანამ პატრული მოვიდოდა, რომ ხალხი არ შეეყარა, თავის დაცვაზე საუბარიც ზედმეტია..
    ინდოელებმა გააკეთეს არაჩვეულებრივი რეკლამა-აქცია – “ნუ ატირებ ქალს”. ძალიან მაგარია, აუციელბლელია რომ იყოს სერიოზული აქტივობები ჩვენთანაც, გაკეთდეს რეკლამები, მოწოდებები, შეიქმნას ქალთა უფლებების დაცვის ძალიან დინამიური მოძრაობები, უნდა ყოველ დღე ყურში და თვალში მიაჩეჩო მოძალადეს, რომ ის ცუდია და ცუდად იქცევა, ასე თუ გვეშველება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s