Malala Yousafzai

Hero_Malala_QUOTE“ჩვენ ვაანალიზებთ საკუთარი ხმის მნიშვნელობას მაშინ, როცა გვაიძულებენ გავჩუმდეთ”. ეს სიტყვები 17 წლის მალალას ეკუთვნის. 17 წლის პაკისტანელ გოგონას, რომელმაც შუბლში ტყვია მიიღო, მხოლოდ იმიტომ, რომ განათლების მიღება უნდოდა. მაგრამ არ მოტყუვდეთ, შუბლში დახლილი ტყვია სიკვდილს არ ნიშნავს. მალალა ცოცხალია და დღემდე იბრძვის ქალთა უფლებებისთვის. ის არის ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი და უბრალოდ ადამიანი, რომელიც ისტორიის სადავეებს საკუთარ ხელში იღებს, ფუჭი სიტყვების ნაცვლად კი აკეთებს იმას, რისი გაკეთებისაც ბევრს გვეშინია – უარს ამბობს სხვისი ტირანიის ქვეშ ცხოვრებაზე და ცდილობს შეცვალოს ის, რაც არ მოსწონს. ცდილობს მოიშოროს ტრადიციები, რომლებმაც დრო მოჭამეს ისე, რომ არ დაკარგოს თავისი იდენტობა, კულტურა და რელიგია.

Malala-Yousafzai-book მალალას ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმში მიდიოდა. მისი ოჯახი სკოლათა ქსელის მფლობელი იყო, თვითონ კი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ სკოლის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოეყენებინა. რა თქმა უნდა, უჭირდა ცხოვრება ქვეყანაში, სადაც გოგოს დაბადება უბედურებას და სირცხვილს უტოლდება. არ იყო ადვილი ჰქონოდა ბავშვობა პაკისტანში, სადაც 13 წლიდან გოგო სახლს ვერ ტოვებს მამაკაცის ზედამხედველობის გარეშე, 14 წლისა კი უკვე თხოვდება. მიუხედავად იმისა, რომ მალალას გაუმართლა და მისი ოჯახი ამ სიმდაბლეზე ბევრად მაღლა იდგა, ის მთელი ბავშვობა უყურებდა, თუ როგორ იჩაგრებოდნენ ქალები, როგორ კარგავდნენ უფლებებს და არც კი ცდილობდნენ ებრძოლათ. თუმცა მაინც, ალბათ დიდი ხანი არაფერი შეიცვლებოდა, რომ არა ტალიბანის კანონი, რომელიც პაკისტანელ გოგონებს სკოლაში სიარულს უკრძალავდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს კანონი 2009 წელს გამოიცა და ამაზე განვითარებულ სამყაროს არავითარი ღირებული რეაქცია არ ქონია. რომ არა მალალას პროტესტი, ვინ იცის რა იქნებოდა. მან იმავე წელს დაიწყო ფსევდონიმით “ბიბისის” ბლოგისთვის სტატიების წერა. ცდილობდა ხმა მიეწვდინა მსოფლიოსთვის. ის ეძებდა დახმარებას, გამოწვდილ ხელს, თუმცა მსოფლიომ დააგვიანა. სკოლის ავტობუსში მჯდომმა მალალამ შუბლში ტყვია მიიღო. malala-yousafzai-quotes

მისი გადარჩენა, არაფერია თუ არა სასწაული. ტყვია, რომელიც საოცრებით აცდა თავის ქალას, მარცხენა საფეთქელში შესვლის შემდეგ მიმართულება იცვალა, პირდაპირ გავლის ნაცვლად ქვემოთ წავიდა,  ყურის არე დააზიანა და გოგონას მხარში დაასრულა გზა. დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ასეა. დაჭრილმა მალალამ, რომლის გადარჩენის შანსი ფაქტობრივად არ იყო, მისი შემდგომი სიარულის, მხედველობის , სმენის და საუბრის უნარი კი არც განიხილებოდა, რვა საათიან ფრენას გაუძლო და ინგლისში მიიღო საჭირო სამედიცინო დახმარება. თუმცა გოგონას სისხლში ინფექცია შეეჭრა ბინძური მილებისგან, რომელიც პაკისტანის სამხედრო საავადმყოფოში ჩაუდგეს. ინგლისში მკურნალობის დროს, სისხლის სხვადასხვა ანალიზების და ყელზე გაკეთებული უამრავი მტკივნეული პროცედურის, ოპერაციების თუ რეაბილიტაციის განმავლობაში, მალალას ერთხელაც არ უტირია. როგორც თვითონ ამბობს, არ ტიროდა იმიტომ, რომ გრძნობდა, ამ შემთხვევამ შეცვალა.ხვდებოდა, რომ მისთვის ცხოვრების ახალი თავი იწყებოდა, გრძნობდა, რომ ყველაფერი უნდა შეცვლილიყო. ის არის მაგალითი ფიზიკური და სულიერი ძალისა, მისი გადარჩენა კი ნამდვილად ღვთის საჩუქარია. 970267564045126969850569921216n-1

რას აკეთებს მალალა შემდეგ? ის აგრძელებს ბრძოლას. აგრძელებს ბრძოლას იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეუძლია. ის იბრძვის არა შურისძიების, არამედ განათლებისთვის და ამბობს, რომ საკუთარი მკვლელების წამების კი არა, მათი შვილების ხელში აღებული წიგნის ნახვა უნდა. ამბობს, რომ განათლებაა მშვიდობის უპირველესი გარანტია და ის რაც დღეს მსოფლიოს ჭირდება, მეტი წიგნი , მეტი მასწავლებელი , მეტი მოსწავლეა და არა მეტი იარაღი. ამ წლის 10 ოქტომბერს მალალამ ნობელის მშვიდობის პრემია მიიღო. ის არის ადამიანი, რომელიც იბრძვის ადამიანებისთვის. ის არის ტოლერანტობის, განვითარებულობის, სიძლიერის, სიკეთის და დაუმარცხებელი შინაგანი ძალის ყველაზე მკაფიო მაგალითი. მე მჯერა, რომ ერთ ადამიანს შეუძლია შეცვალოს მსოფლიო იმიტომ, რომ მალალა ამას ყოველდღიურად აკეთებს. დღეს პაკისტანში გოგონები სკოლაში დადიან. დღეს მალალას საწყისი მიზანი მიღწეულია, თუმცა ახლა მას უფრო დიდი მიზანი აქვს – მსოფლიოში მცხოვრები 32 მილიონი ქალი, რომელსაც არ აქვს უფლება მიიღოს განათლება, უნდა იქცეს 32 მილიონ განათლებულ ქალად. და მე დარწმუნებული ვარ, მალალა თავისი ფონდით და დაუშრეტელი ენერგიით ამას შეძლებს. ის არა მარტო 21-ე საუკუნის, არამედ კაცობრიობის ისტორიის გმირია. იმიტომ, რომ ის არის 17 წლის. იმიტომ, რომ მას ესროლეს, მაგრამ ვერ შეაჩერეს. იმიტომ, რომ მის გულში სიძულვილმა ფესვები ვერ გაიდგა. იმიტომ, რომ მას უკეთესი მომავლის ჯერა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს მომავალი მალე დადგეს. მალალა უბრალოდ გმირი კი არა, სუპერგმირია. ის არის ადამიანი, რომლის შესახებაც უკლებლივ ყველამ უნდა იცოდეს. მისი წიგნი “I am Malala” უკვე გამოვიდა და ჩემი კუთვნილი ეგზემპლარიც უკვე გამოწერილია, იმედია მალე ჩამოვა. ❤ instead-of-sending-weapons-to-afghanistan-send-books-malala-yousafzai

To infinity and beyond! (With peace <3)

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s