2 საათი 17-მდე

HBTM

აგვისტოდან მოუთმენლად ველი ამ დღეს. სულ რაღაც ორ საათში 25-ი დაეწერება კალენდარს და მეც 17-ის გავხდები. ველოდი არა ახალი მობილურის  (რომელიც დედამ 22-ში მომცა, იმიტომ რომ ვერ მოითმინა :D) ან სხვა საჩუქრების გამო (არა, საჩუქრების გამოც რა თქმა უნდა) , არამედ  უბრალოდ, აი ყველა რომ ელოდება გულის სიღრმეში ისე.

ალბათ ყოველ წელს ასეა. ფიქრობ, რომ 15 უკვე სხვაა. შემდეგ წელს კი გგონია, რომ 15-იც დიდია, მაგრამ აი 16 … ასე ვარ ახლაც, ვთვლი, რომ 17 მაინც განსხვავებულია. და ასეც არის, ნებისმიერი ასაკი გამორჩეულია, თუნდაც იმიტომ, რომ იმხელა ვეღარასოდეს იქნები.

ყველას გვაქვს ცხოვრებაში განსაკუთრებით ბედნიერი დღეები, აი ისეთები, მოულოდნელად რომ გვეწვევიან ხოლმე. მაგამ დაბადების დღე მათ რიცხვში არ შედის. ის სხვანაირად ბედნიერი დღეა. აი თითქოს ერთი დღეა 365-ში, მხოლოდ შენ რომ გეკუთვნის და ასე გგონია, იმ დღეს შეუძლებელი სურვილიც კი აგისრულდება.

დღეს საღამოს ჯეოსელის ოფისიდან გამოსულმა შევამჩნიე, რომ სულ ოდნავ, წვრილად თოვდა. პირველი ფიფიქის დანახვისთანავე იმხელა ვიყვირე, მთელი თბილისი მე მიყურებდა, მაგრამ ვერ შევიკავე და რა ვქნა. მართალია რუსთავში თოვლის ნასახიც არ შეუნიშნავს არავის, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ ხვალ დილით თეთრი იქნება ყველაფერი – ამაზე მაგარ საჩუქარს ვერც ვინატრებ. სადღაც წავიკითხე, თოვლის ყოველი მოსვლა იმის მტკიცებულებაა, რომ ღმერთს არ მივუტოვებივართო ❤

მინდა ხვალინდელი დღე რაც შეიძლება მალე მოვიდეს და ძალიან ნელა გავიდეს, რომ მაქსიმალურად ბევრის გაკეთება მოვასწრო. ისიც ზუსტად ვიცი , სანთლების ჩაქრობამდე რას ჩავიფიქრებ და ისე მინდა ამ სურვილის ახდენა, როგორც არასდროს არაფერი მდომებია.

პირველი ვარ ვინც დაბადების დღეს მილოცავს 😀  კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით ❤

to infinity and beyond! ❤

Advertisements

4 thoughts on “2 საათი 17-მდე

  1. დაგვიანებით გილოცავ, გემოვნებიანო გოგონავ 🙂 აგესრულებინოს ოცნებები და გქონდეს დიდი მიზნები, საითაც ივლი!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s