2014-დან 2015-ში

1384-New-Year

ახალ წლამდე 5 საათი რჩება. უკვე ყველა საქმე მოვიშორეთ და მეც გადავწყვიტე სანამ თოვლის ბაბუს მოტანილი საჩუქრების გახსნის დრო მოვიდოდა, პატარა პოსტი დამეწერა.

2014 წლის ვრცელ შეჯამებას არ დავწერ. მთლიანობაში კარგი წელი იყო, განსაკუთრებით ნათლად მაინც ბაქსვუდი მახსენდება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ პირველად ვიყავი საზაფხულო ბანაკში და ეს თავისებურ სიახლეს წარმოადგენდა, არამედ იმიტომ, რომ დაუვიწყარი სამი კვირა გავატარე დაუვიწყარ ადამიანებთან ერთად. ზოგადად მიჭირს ხოლმე ახალ ადგილებთან შეგუება და არც იმდენად გახსნილი ვარ, რომ უცხო ადამიანთან მივიდე და პირდაპირ გავეცნო, მაგრამ საბედნიეროდ ბანაკში წასვლამდე, ავტობუსის ლოდინისას გამეცნო ადამიანი, რომელიც უკვე ნამყოფი იყო ბანაკში და ცდილობდა ახალწვეულებს უხერხულობა არ გვეგრძნო. აქედან დაიწყო საოცარი მომენტების მთელი სერია, რომლებმაც ყველა სხვა წლევანდელი (და არა მხოლოდ) მოგონება დაჩრდილეს.

სხვა მხრივ ჩვეულებრივი, უფრო კარგი წელი იყო, ვიდრე ცუდი. ახლა უბრალოდ მადლიერებას ვგრძნობ. მადლიერებას იმიტომ, რომ ახლა მგონი თოვას იწყებს, იმიტომ, რომ წელს, როდესაც ჩემს კლასელს დედა დაეღუპა, ყველანი ისე ვედექით გვერდში, რომ მივხვდი, სანამ ეს ადამიანები მყავს, არაფერი გამიჭირდება და ვერაფერი შემაშინებს. მადლობელი ვარ, რომ ჩემს გარშემო ყველა ჯანმრთელი და ასე თუ ისე ბედნიერია. მადლობელი ვარ თუნდაც იმისთვის, რომ წინ არდადეგებია, მე კი თაროზე უამრავი ახალი წიგნი მეგულება.იმისთვისაც მადლობელი ვარ, ახალი წლის სახლში შეხვედრის შემდეგ, მეგობარ-ნათესავების მთელი გუნდი რომ მელოდება ქალაქის მეორე ბოლოში და წინასწარ მადლობელი ვარ იმ არაჩვეულებრივი ღამისთვის, მათთან ერთად რომ უდნა გავათენო. მადლობელი ვარ უმცირესი დეტალებისთვის, რომლებიც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას ალამაზებს. ისეთებისთვის, როგორიც მაგალითად ჩემს წინ მდგარ საახალწლო სუფრაზე მოკიაფე  სანთელი და მის გვერდით მოკალათებული, წითლად გაფურჩქნული შობის ვარსკვლავი, აციმციმებული ნაძვისხე და თბილ სახლში აჟღერებული საახალწლო მუსიკაა. მადლობელი ვარ თუნდაც იმისთვის, რომ დღეს დივანზე ჩაძინებულს დედამ ჩემი საყვარელი პლედი გადამაფარა.

არის რაღაცები, რაც ყოველ წელს , მუდმივად ხდება ჩვენს გარშემო. ბედნიერების პატარა, რთულად შესამჩნევი ნაპერწკლები, რომელთა გარეშეც ცხოვრება რთული წარმოსადგენი იქნებოდა. თითოეული მომენტი, რომელიც გვაღიმებს, გვათბობს და გვაგრძნობინებს, რომ ცხოვრება მშვენიერია, ის მომენტია, რომლის გამოც მუდამ მადლიერები უნდა ვიყოთ.

გამოთქმა “ახალი წელი, ახალი ცხოვრება” ან “ახალი წელი, ახალი მე” ცოტა არარეაულრად მეჩვენება და მგონია, რომ ვინც ამას ამბობს,არასდროს ასრულებს. სწორედ ამიტომ ასეთი არაფერი მითქვამს და არც ახლა ვიტყვი. უბრალოდ ვდებ პირობას, რომ ახალ წელს ვეცდები უფრო მეტი რამ დავაფასო, უფრო მეტი მოგონება შევქმნა და როგორც დოჩანაშვილი იტყოდა, გავხდე იმაზე ოდნავ უკეთესი, ვიდრე ვარ. შეიძლება ეგოისტურად მოგეჩვენოთ, სულ საკუთარ თავზე რომ ვსაუბრობ, მაგრამ ადამიანი ჯერ თვითონ უნდა გახდეს უკეთესი და შემდეგ სხვებს დაეხმაროს ამაში. ერთი მეორის გარეშე არ არსებობს.

ასე რომ 2015 წელს და ყველა მომდევნო წელსაც დააფასეთ ის რაც გაქვთ, მაგრამ არასდროს იფიქროთ, რომ მეტის ნდომა შეცდომაა. იბრძოლეთ მიზნების მისაღწევად და მხოლოდ მაშინ გაჩერდით, როცა მიხვდებით, რომ ბედნიერი ხართ. იქამდე კი დაველოდოთ თორმეტს , ავიტანოთ ადამიანები, რომლებიც ვერ ითმენენ და დროზე ადრე იწყებენ ფეიერვერკის გაშვებას (რა ვქნა, ვერ ვიტან ამას რომ აკეთებენ და რეალურად შუაღამე რომ დგება ყველას ყველაფერი აფეთქებული აქვს უკვე). და როგორც არ უნდა გვაღიზიანებდეს, მაინც იქნებიან ადამიანები, ვინც იტყვიან, რომ ახალი წლიდან ისინი ახალ ადამიანებად გადაიქცევიან.

nynm  😉

მე კი წავალ და ახალ წლამდე როგორც ყოველთვის გამათბობელთან მოკალათებული წავიკითხავ. თუმცა წელს ტრადიციულად “მე, ბებია . ილიკო და ილარიონის” ნაცვლად, “ნუ მოკლავ ჯაფარას” უნდა წავიკითხო უკვე მერამდენედ. ახალი ტრადიციების დროა ❤

ახალ წელს შევხვდებით!

To infinity and beyond! ❤

Advertisements

One thought on “2014-დან 2015-ში

  1. “ასე რომ 2015 წელს და ყველა მომდევნო წელსაც დააფასეთ ის რაც გაქვთ, მაგრამ არასდროს იფიქროთ, რომ მეტის ნდომა შეცდომაა.” -მართალია .. შენ კი წარმატებებს გისურვებ ❤ საზაფხულო ბანაკში არასოდეს ვყოფილვარ. თუმცა უკვე 22 წლის ვარ რაღა დროს ჩემი ბანაკია :3 ღრმა ბავშვობაში კი ძალიან მინდოდა ხოლმე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s