ჰარპერ ლის მეორე წიგნი

sdfghjkl;

უბრალოდ არ შემიძლია აღგიწეროთ ახლა რა მჭირს. სიხარულისგან ლამისაა გული გამისკდეს. ვტირივარ, ვკივივარ, ვხტივარ და ამავდროულად მგონია, რომ გაშეშებული ვარ. დიიიდიიიი ხანია ასე არაფერი გამხარებია.

მეორე წიგნი!!! მეორე წიგნი უნდა დაბეჭდონ! ჭკუიდან გადავალ. ჯაფარას წინამორბედი, რომელიც ავტორსაც დაკარგული ეგონა, ახლა იპოვეს და ორ მილიონიანი ტირაჟით ბეჭდავენ.

დიდი ასოებით დაწერილი სათაური წავიკითხე თუ არა გული გამიჩერდა. სტატიის მეორე წინადადებაზე ვიყავი, ცრემლები რომ წამომივიდა. ვერც კი წარმოვიდგენდი ამხელა ბედნიერების მოტანა თუ შეეძლო რაიმე მსგავსს. თუმცა ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ რაიმე მსგავსი ოდესმე მოხდებოდა.

ხელები არ მემორჩილება, ასე ნელა ცხოვრებაში არ მიწერია. კლავიატურას ვერ ვგრძნობ, ფიზიკურად არ შემიძლია გადმოგცეთ რას ვგრძნობ, როგორ ვგრძნობ და მითუმეტეს – რატომ…

“ნუ მოკლავ ჯაფარას” ჩემი ყველა დროის ნომერ პირველი წიგნია. მიყვარს, მთელი გულით, ტვინით, თითოეული ნერვით, სისხლის თითოეული წვეთით (ცოტა ექსტრემიში ვვარდები, მაგრამ არაუშავს, ახლა ამის უფლება მაქვს). ზოგადად როცა რაღაც ძალიან მიხარია, ემოციებს ვერ ვიკავებ ხოლმე, თუმცა სტატია რომ წავიკითხე, ვერაფერს ვამბობდი, უბრალოდ ცრემლები მომდიოდა. ახლაღა მოვედი კივილის ხასიათზე, ახლაღა გავიაზრე, რა საოცრება ელის მსოფლიოს.

ვერ ვითმენ.. ახლავე მინდა ხელში მქონდეს. ასე მგონია გული სულ უფრო მეტად მეკუმშება. არ მჯერა!!! ღმერთის ასეთი მადლიერი მგონი არასდროს ვყოფილვარ 😀  წარმოდგენაც არ მაქვს რას ვწერ, უბრალოდ ვიცი, რომ ახლა შეიძლება გულმა დამარტყას სიხარულისგან.

წიგნი ზრდასრულ ჭყიტაზეა. როგორც აღმოჩნდა, თავდაპირველად სწორედ ეს წიგნი დაწერილა, ხოლო შემდეგ ჰარპერს აგენტის რჩევით დაუწერია ჭყიტას მიერ პირველ პირში მოთხრობილი ბავშვობის ისტორია (გაახარებს აგენტს ღმერთი!!! ). დროთა განმავლობაში, ჯაფარას ასეთი წარმატების გავლენით, თავდაპირველი წიგნი მივიწყებიათ და დღემდე დაკარგული ეგონათ. ახლა კი ბეჭდავენ!!!!! წიგნს  “Go Set a Watchman” ქვია და სამწუხაროდ 14 ივლისამდე არ გამოვა (როგორ არ მოვკვდე იქამდე ლოდინით!).

უბრალოდ ის შეგრძნება, რომ კვლავ მოსალოცთა სიაში ვარ, თუნდაც იმიტომ, რომ გენიალური ჰარპერ ლის კიდევ ერთი წიგნი მაქვს წასაკითხი, შეუფასებელია. ის ბედნიერება, მე რომ სტატიის კითხვისას ვგრძნობდი, არცერთ სხვა ბედნიერებას არ გავს. ადგილს ვერ ვპოულობ განცვიფრებისა და სიხარულისგან. ვფიქრობდი, პოსტის დაწერა ემოციებისგან დამცლიდა, მაგრამ არა, მაინც მინდა მთელი ძალით ვიკივლო.

წარმოდგენა არ მაქვს რა ვიბოდიალე, მაგრამ ამიტანეთ ამ ერთხელ ^_^

To infinity, and beyond! (As long as they have a bookstore over there 😀 )

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s