ჩვენ და ფემინიზმი, როგორც ასეთი..

Feminism010915

საავტორო უფლებებს დავიცავ და ვიტყვი, რომ პოსტის იდეა სხვა ბლოგზე ბოდიალისას გაჩნდა. “ქუჩის მწერალი” ქვია ბლოგს და დარწმუნებული ვარ, ბევრმა იცით. პოსტი მთლიანად ფემიზნიმზე არ იყო, არც ჩემი პოსტია იმ პოსტთან რამე კავშირში, უბრალოდ კომენტარების კითხვისას გამიჩნდა სურვილი, რომ ტრადიციულად გრძელი პასუხის ნაცვლად, ჩემთან დამეწერა ახალი პოსტი. ჰოდა აი, გამისინჯეთ 😀

ზოგადად მიღებულია, რომ ფემინიზმი ძლიერ ქალებს მოსწონთ, მამაკაცებს ეზიზღებათ, სამზრეულოში გამოკეტილ , თვალჩალურჯებულ, სარეცხის მანქანაზე მიჯაჭვულ, მდედრობითი სქესის “ამირანებს” კი ტუტუცების საქმიანობად მიაჩნიათ. (ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა, როგორც ჩემი ქართულის მასწავლებელი ამბობს ხშირად, “ნებისმიერი განზოგადება სიგიჟეა”). ვფიქრობდი და მივხვდი, რომ ამ თემაზე ბოლომდე ჩამოყალიბებული აზრი არ მაქვს. ასე რომ ამ პოსტში თქვენთან ერთად მეც ვეძიებ ჭეშმარიტებას o.O

17 წლის ვარ და საკუთარ თავზე ბეევრად დიდი გეგმები მაქვს. ისეთები, რომ ვუფიქრდები მეც რომ მაშინებს, მამაჩემს კი საერთოდ გულს უხეთქავს (ეშინია, რომ ზედმეტად ბევრი და ხმამაღლა გამოთქმული აზრის ქონისთვის ერთხელაც იქნება მომკლავენ ). მინდა ვთქვა და დავიჯერო, რომ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი ვარ , შესაბამისად თითქოს ფემინიზმის მომხრეც უნდა ვიყო, მაგრამ აქ უკვე მეორე კითხვა ჩნდება: როგორ შეიძლება ადამიანს მოსწონდეს რაღაც, მხოლოდ გარკვეული მიზეზებით გამოწვეული “უნდას” გამო?

იდეაში ფემინიზმი კარგია. დღეს ყველას უფლებები ირღვევა, მაგრამ ქალების მაინც უფრო ხშირად. სხვა რომ არაფერი, ამ მომენტში მსოფლიოში 30 მილიონამდე გოგო/ქალია, რომელსაც განათლების მიღების უფლება არ აქვს. თუმცა ქალთა უფლებების დაცვა, როგორც ჩანს ბევრ ფემინისტს ფანატიზმში აგდებს. საკუთარი თვალით დანახული რეალობიდან გამომდინარე, მგონია, რომ ქალების უფლებების დაცვაში, ხშირად მამაკაცების უფლებები შემოერღვევათ ხოლმე. უკვე ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვვარდებით. პატრიარქატის სიცუდე მატრიარქატის უპირატესობა არაა. რატომღაც მგონია, რომ ფემინისტთა უმეტესობა ისევე მძაფრად აღიქვამს ყველაფერს, როგორც ამერიკელები რასიზმს. ადაიანების არანაირი დაყოფის მომხრე არ ვარ, ,მაგრამ ის ფაქტი, რომ ინტერნეტში მარტივად იმას ვერ დაწერ, შავ აიფონს თეთრი მირჩევნიაო ისე, რომ ვიღაცამ რასისტობა არ მოგაკეროს , მემგონი ცოტა სასაცილოა. რა თქმა უნდა, რასიზმის არსებობაც კი, ადამიანთა მოდგმის სირცხვილია, მაგრამ ასეთ უკიდურესობაში გადავარდნა ცოტა ზედმეტია. იგივე უკიდურესობაში არიან ფემინისტებიც (ყველა არა, უმრავლესობა). თუნდაც მურაკამის “კაფკა პლაჟზე” ავიღოთ, დავიჯერო ვინმემ წაიკითხა და დაეთანხმა იმ ორ ფემინისტს, ბიბლიოთეკაში ერთი ამბავი რომ ატეხეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ქალ ავტორთა წიგნები მამაკაცების შემდეგ იყო დალაგებული? მე პირადად ასეთმა სქესობრივმა დაყოფამ გამაკვირვა, თორემ რომელი იდებოდა პირველ თაროზე და რომელი მეორეზე, ამას რა მნიშვნელობა აქვს? და თუ მაინცდამაინც ამ რაკურსით შევხედავთ, ქალების წიგნები რომ ყოფილიყო წინ, ეს კაცების შეურაცხყოფა იქნებოდა?

მაგრამ მედალს ხომ ყოველთვის ორი მხარე აქვს. ალბათ არიან ცუდი და კარგი ფემინისტები. კარგ ჯგუფში ისინი მიდიან, ვისაც შეუძლია ერთი მხარის უფლებები დაიცვას მეორის დაურღვევლად. ამ “მოძრაობის” ნორმალური მიმდევრები, იბრძვიან თანასწორობითვის, არ სძულთ კაცები და არ თვლიან, რომ ერთი ადამიანი მეორეზე რამით მეტია. არ შემიძლია ვთქვა, რომ ფემინისტი საერთოდ არ ვარ, უბრალოდ მე ამ ყველაფერს ჰუმანიზმს ვუწოდებ და ვამბობ, რომ ჰუმანისტი ვარ. არ შემიძლია ფემინისტები დავგმო, იმიტომ რომ სისხლი მიდუღდება, როცა ვხედავ ქალს როგორ ჩაგრავენ. დაჩაგრულ ქალზეც ნერვები მეშლება, იმიტომ რომ ამის უფლება მისცა სხვა ადამიანს და მჩაგვრელზე ხომ მითუმეტეს. ორმაგი სტანდარტების არსებობაც ნერვებს მიშლის. თურმე ქალი რომ ღალატობს, მას აუცილებლად რაღაც გრძნობა აქვს საყვარლის მიმართ და ამიტომაა მისი ღალატი უპატიებელი. ანუ ქალი თუ დაიფიცებს, რომ იმ კაცს, კარადაში რომ ზის, არც იცნობს და უბრალოდ გასართობად გამოიძახა, მისი ღალატი საპატიო იქნება? ღალატი ყველასთვის ერთი ცნებაა და მე უპატიებლად მიმაჩნია. ვინც აპატიებს, ისევ თვითონ იხალოს თავში, მაგრამ ეს სხვა თემაა. ორმაგი სტანდარტებიდან მაინც ის მიშლის ყველაზე მეტად ნერვებს, ჩემი (მარტო მე ნუ დამინახავთ სიტყვა “ჩემში”, განაზოგადეთ :D) ქალიშვილობის საკითხი მთელი ქვეყნის გადასაწყვეტი და გასარჩევი რომაა. ვისაც უნდა, ქორწილამდე დაკარგოს და ვისაც უნდა ქორწილის შემდეგ. რატომ არ შეიძლება ჩვენ გადავწყვიტოთ ეს და რატომ უნდა იყოს ჩვენი “პატიოსნება” ქვეყნის ერთ-ერთი მახასიათებელი? ან რატომაა ამ თემაზე ლაპარაკი ასეთი მიუღებელი? ნალექიან ყავას , ოთახებში შეყუჟულები, ხომ მაინც ამ თემას აყოლებენ გემრიელ ლუკმად? თურმე როცა საზოგადოებაში ვართ, ესეთი თემები პირადულია, მაგრამ როცა სახლებში ვჭორაობთ და რიგრიგობით მთელს უბანს, ქალაქს და შემდეგ ქვეყანას ვაგებინებთ – მაშინ არა?

ცოტა მაინც გადავუხვიე თემას, ამის გარეშე ხომ არასდროს გამომდის არაფერი. უბრალოდ ყველა ამ შეხედულების გამო მიჭირს ვთქვა, რომ ფემინიზმი ცუდია. იდეაში ფემინიზმი ცუდი არ არის. ცუდი არ არის, როცა ზრუნავს იმაზე, რომ გოგონებს განათლების მიღების უფლება ქონდეთ. არც მაშინაა ცუდი, როცა ამბობს, რომ ქალი ისეთივე თავისუფალია, როგორც კაცი, როგორც უნდა ისე იცხოვრებს და ამ “უნდასთვის” ისევე არ გახდება სხვისი განსჯის საგანი, როგორც კაცი. მაგრამ როცა ფემინიზმი ივიწყებს იმას, რომ ერთი ადამიანის თავისუფლება (განურჩევლად სქესისა) იქ მთავრდება, სადაც მეორესი იწყება, მაშინ ნამდვილად ცუდია. პრინციპში იდეაში სოციალიზმიც კარგი იყო , განხორციელებამ და განმახორციელებლებმა გაუჭედეს ცოტა თორე 😀

ახლა რომ ვფიქრობ, ფემინიზმი სულაც არ არის განსაკუთრებით პროგრესული აზროვნების გამოხატულება. თანამედროვე ადამიანი ხომ თანდათან აანალიზებს, რომ ის პირველ რიგში ადამიანია და არა ქალი ან კაცი. მომავალი ჰუმანიზმს ეკუთვნის – ესეც ჩემი ვარდისფერი სათვალე, ხანდახან რომ იცის დაბრუნება ხოლმე. ისე კი, მჯერა თუ არა ეს სხვა საკითხია, აი იმედი კი ნამდვილად მაქვს, რომ მოვა დრო და ყველა ერთი ქოლგის ქვეშ დავდგებით. არა ფემინიზმის, მატრიარქატის ან პატრიარქატის, არამედ ჰუმანიზმის. არა, არ შეგეშინდეთ და წითელ იქსს არ დააჭიროთ, იმ ჭეშმარიტ სამყაროზე არ დაგიწყებთ ლაპარაკს, სადაც ირემი და ვეფხვი ერთად სძოვენ ბალახს 😀 მაგრამ მართლა მთელი გულით მინდა, რომ ერთხელაც ყველა თუ არა უმეტესობა მაინც მიხვდეს, რომ ნებისმიერ მის გვერდით მდგომს, ზუსტად იმდენივე უფლება აქვს, რამდენიც მას. ჩვენ ხომ ერთნაირად გვტკივა, ერთნაირად გვიხარია. სიხარულის და ტკივილის მიზეზი შეიძლება  განსხვავებული გვაქვს, მაგრამ მერე რა. თუ სხვისი ტკივილის უფლების მითვისებას არ ვცდილობთ, მაშინ იქნებ არც ბედნიერების პრივილეგიებზე გამოგვეთქვა პრეტენზია. ხომ შეიძლება მივხვდეთ, რომ ამ ქვეყნად ერთხელ მოვდივართ და ჯობია დრო სხვის განსჯაში კი არა, საკუთარ ტალახზე ზრუნვაში გავატაროთ. ბოლოს და ბოლოს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ადამიანის ცხოვრებას დაგეგმავთ, გააკრიტიკებთ და შეაფასებთ, თქვენ წილ გზას თქვენ მაგივრად მაინც ვერავინ გაივლის. ასე რომ ჯობია სხვისი საქმიდან ცხვირები ამოვყოთ და საკუთარისკენ მივმართოთ.

feminism-is-not-a-dirty-word <—–თუ ჩავთვლით, რომ ჭეშმარიტი ფემინიზმი ესაა, მაშინ ამაყად ვიტყვი, რომ ფემინისტი ვარ. (მაგრამ მაინც ვერ ვხვდები, რატომ არ შეიძლება ეს ყველაფერი უბრალოდ ჰუმანიზმში გავაერთიანოთ)

ვიცი მთლად ჩამოყალიბებული პოსტი არ იყო :/ მაგრამ ღამის (დილის) ოთხი საათია, მაპატიეთ 😀

To infinity and beyond! ❤

Advertisements

10 thoughts on “ჩვენ და ფემინიზმი, როგორც ასეთი..

  1. მამაშენს არ დაუჯერო, მშვენივრად გქოდა ჩამოყალიბებული შენი სათქმელი 🙂
    ნაწილობრივ გეთანხმები… თუმცა, ამაზე კამათი შორს წაგვიყვანს.

  2. Iii,ra kargi gogo khar,17wlis asakshi amaze da ase swori aqcentebit rom wer. Tu agiareb rom qalebi ichagrebian ukve feministi khar romeligaca avtors hqonda ase ganmartebuli. Pirveli talgis feministebis ashkara problemebi hqondat da icodnen ristvis unda ebrdzolat,iqneboda es khmis ufleba tu skhva elementaruli sachiroebebi da akhla ufro rtulia feminizmi marazmshi ar gadavides da kvelgan chagvra ar mogelandos. Mokled ,feminismi da zogadad genderi tu gainteresebs,me mogamarageb teoriebit ,humanisto ❤️keep writing, neta shen airad kvela bodialobdes

    • მადლობაა ❤ დასაცავი დღეს იმდენი ნამდვილად აღარაა, მაგრამ სანამ ქალები იგივე სამუშაოში კაცების ხელფასის 10 პროცენტს იღებენ და ერთი გოგო მაინც არსებობს, ვისაც სწავლის უფლება არ აქვს, იქამდე იქნება საჭირო ფემინიზმი და ნამდვილი ფემინისტები. იმედია მალე გაქრება ეს საჭიროება :\

      • კი მასეა ნამდვილად. და მაინც, საზოგადოების დაწესებული სტანდარტებიც ქალების მიმართ ბევრად უფრო მკაცრი და კრიტიკულია. თან უმეტეს შემთხვევაში თუ კაცი არღვევს ამ წესებს, ის მეამბოხეა, რომელიც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და ქალმა რომ გააკეთოს იგივე, ზედ გადაუვლიან, ბოლო დონის ადამიანად შერაცხავენ.

      • აბა რა, სხვა შემთხვევაში როგორ იტყოდა ამდენი “გენიოსი” გაუპატიურების შემთხვევებზე, ქალმა აცდუნა თავისი ჩაცმულობით და ქცევითო – ჭკუიდან გადავყავარ ასეთ კომენტარებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s