მოდი ჩამოხრჩობანა ვითამაშოთ…

maxresdefault

ზოგადად დაჩაგრული ქალის სახე  გაღიზიანებას უფრო იწვევს ჩემში, ვიდრე თანაგრძნობას. შეიძლება ამის გამო ვინმემ უგულოდ ჩამთვალოს, მაგრამ ვერასდროს გავიგებ რატომ უნდა აიტანოს ადამიანმა ყოველდღიური დამცირება, შეურაცხყოფა და ძალადობა. რატომ უნდა ითმინოს წლობით და მერე ამ ყველაფრის პროფილში მოყოლისას თანაგრძნობას ელოდოს.

რამდენიმე დღის წინ რეკლამას მოვკარი ყური, ვიღაც ქალი ამბობდა, ქმარი მაიძულებდა თოკზე ჩამოვკიდებულიყავიო.. გამოვშტერდი.. რას ქვია მაიძულებდა, თან თურმე არაერთხელ… იმედი მქონდა, კონტექსტიდან იქნებოდა ეს ფრაზა ამოგლეჯილი რამენაირად, ჰოდა დღეს ჩავრთე ის ინტერვიუ. თურმე არა, ზუსტად ისე იყო ყველაფერი, როგორც წარმოგიდგენიათ, ან უფრო სწორად რომ ვთქვა, ვერ წარმოგიდგენიათ. არ შემეცოდა, გავბრაზდი.. ძალიან გავბრაზდი! ცხრა წელი ცხოვრობდა სადისტთან, დროგამოშვებით ჩამოხრჩობანას თამაშობდა და ოთხი შვილიც გააჩინა.

ეს რომ გავიგე, გამეცინა. აღარ ვიცოდი რა მექნა და იმიტომ. მომკალით და არ მესმის, რატომ უნდა გააჩინოს ქალმა ასეთ პირობებში ოთხი ბავშვი. აბორტი უნდა გაეკეთებინა თქო არ ვამბობ, მაგრამ მე რომ მსგავს სიტუაციაში ვყოფილიყავი, ჯერ ცხრა წელი რა გამაჩერებდა , ძალადობის პირველივე შემთხვევის მერე დავუქნევდი ხელს, ან თუ ვაიძულებდი საკუთარ თავს მსგავს პირობებში ცხოვრებას, შვილს როგორ გავაჩენდი იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დაენახა? უკაცრავად, მაგრამ როდესაც დროგამოშვებით თოკზე გიწევს კონწიალი, ქმარი შენზე ვარჯიშობს, ლოთობს და უხეშად რომ ვთქვათ , ყველაფერს თავზე გაფარებს, კეთილი ინებე და ყველაფერი გააკეთე იმისთვის , რომ არ დაორსულდე. თავდაცვის მილიონი ხერხი არსებობს -_-

შეიძლება ძალიან ცუდია თვითონ ფაქტიც და მეც ძალიან “ცუდი ვარ”, იმის გამო, რომ  არ შემიძლია ასეთი ქალების მიმართ ემპათია გამოვიჩნო, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ცოცხალმა, ჯანმრთელმა ადამიანმა აიტანო ასეთი ცხოვრება და თავქუდმოგლეჯილი არ გაექცე ამ სიმახინჯეს, მხოლოდ იმიტომ, რომ გეშინია… დიდი ბოდიში, მაგრამ როცა ყოველ დღე ახალ-ახალი ხერხით გაწამებენ და გამცირებენ, რისი უნდა შეგეშინდეს? ამაზე ცუდი რა უნდა მოხდეს? გემუქრება? პოლიცია რისთვის არსებობს?

მაგრამ ეს კიდევ ერთი პრობლემაა, სადამსჯელო ორგანოების სრული უმოქმედობა. თითქოს სანამ ყველაფერი ფატალური შედეგით არ დასრულდება, იქამდე არავინ არაფერს აკეთებს. მოკვლით გემუქრებიან? არ არის პრობლემა. ჯერ ვერაფერს იზამენ, მაგრამ მოგკლავენ თუ არა, მაშინვე დაიწყებენ საქმის გამოძიებას. ასეთი ოპერატიულები არიან -_-

სულ ვამბობ , რომ სხვისი განსჯა არასწორია და როგორც ჰარპერ ლი იტყოდა, “იმისთვის რომ ნამდვილად გაუგო ადამიანს, საჭიროა მის ტყავში შეძვრე, მისი ფეხსაცმელი მოირგო და ცოტა გაიარ-გამოიარო”, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ჩაგვრას შეგუებული ქალები ის კატეგორიაა, რომელთა მიმართაც ემპათიას ვერ განვიცდი. სულ მინდა, რომ მივიდე, შევანჯღრიო და გამოფხიზლებისკენ მოვუწოდო. მინდა ვუყვირო, რომ ცხოვრება დაიწყონ, ბედნიერებისთვის იბრძოლონ, რამე გააკეთონ, ოდნავ მაინც შეეწინააღმდეგონ უსამართლობას. “ღმერთო მიშველეს” თქმა საკმარისი არაა. ღმერთმა ორი ფეხი, ორი ხელი და ტვინი იმისთვის მოგვცა, რომ როცა საჭიროა ცოტა ხელიც გავანძრიოთ, ფეხიც და ტვინიც. დანარჩენში კი საკუთარ თავს თვითონ უნდა უშველო. ფრაზა “ხალხი რას იტყვის” ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაქრეს ჩვენი ლექსიკონიდან. რა მნიშვნელობა აქვს, სხვა რას იტყვის, თუ შენი პირადი მე უკვე დიდი ხანია ხმას ვეღარ იღებს? ვინ გაბედავს და იტყვის, რომ ოჯახის შენარჩუნება მიზანია, რომელიც ყველა საშუალებას ამართლებს? განა ყოველდღიურ შიშს, ტანჯვასა და ტკივილს შეიძლება ოჯახი ერქვას? რა მნიშვნელობა აქვს შენობის გარე ფასადს, თუ ის სადაცაა ჩამოინგრევა? ყველაზე საშიში სახლში მოსული მთვრალი ქმარი კი არა, მეზობლების მოთხოვნებზე აშენებული და გაფლანგული ცხოვრებაა. თითოეული ჩვენგანი ხომ ერთხელ ცხოვრობს, სწორედ ამიტომ არ მესმის, როგორ შეიძლება ეს ერთი სიცოცხლე შიშსა და კრიტიკაზე ნერვიულობაში გაატარო.. სამყაროს იმპერატორად გადაქცეული დროის ასე ცუდად დაფასება, სისულელეა და სხვა არაფერი.

To infinity and beyond.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s