ის რასაც ჩვენ სისტემას ვეძახით

Modern-Education

სიტყვა “სისტემა” თავისი შინაარსით რაღაც კონკრეტულს, დალაგებულს, გარკვეულ იდეოლოგიაზე დაფუძნებით აწყობილს ნიშნავს. მე, როგორც მოსწავლეს, ყოველდღიურად ორი სიტყვა მესმის – განათლების სისტემა. თუმცა ჩემი აზრით, სახლში ბებიაჩემის პატარაობის დროიდან შემორჩენილ კალკულატორს, ორის ორზე გამრავლებისას 958,3-ს რომ იღებს, უფრო მუშა სისტემა აქვს, ვიდრე ჩვენს განათლების სამინისტროს.

ქვეყნის რომელი ძალა უნდა იყოს ყველაზე ჭკვიანი ადამიანებით დაკომპლექტებული? “რა? სად? როდისის” კლუბიო მეტყვით და დღევანდელი სინამდვილიდან გამომდინარე არც გამიკვირდება, თუმცა რეალურად ყველაზე ჭკვიანი და განათლებული ის ძალა უნდა იყოს, რომელიც ქვეყანას მართავს. თქვენ გიკვირთ რომ დღეს რუსეთმა ლამისაა კარი შემოგვინგრიოს? ან ის, ლარი სულ უფრო ღრმად რომ იმარხება და მალე ალბათ დედამიწის ბირთვს გახლეჩს? თუ ის გიკვირთ, ხალხი რომ შიმშილობს, უსახლ-კაროდ რჩება და სუიციდამდე მიდის? დამიჯერეთ, ამაში არაფერია გასაკვირი მაშინ, როცა ჩვენი მთავრობის ერთი წევრი ჰეროინს გერაინისგან ვერ არჩევს, მეორე , ექვსციფრიან რიცხვებს სწორად მხოლოდ იმ შემთხვევაში კითხულობს, თუ ეს ახალი თეთრი ჩექმისა და შუბის იარლიყზე დაწერილი ფასია, მესამე კი ყოველ ორ სიტყვაში მადლობას უხდის საქართველოზე ზრუნვით გაჭაღარავებულ ვითომჭკვიან მილიარდერს, რომელიც თავის მხრივ საყვედურით თითს უქნევს ეკონომიკური კრიზისით გაწამებულ ხალხს, თავის დროზე პირადი ბანკირები რატომ არ აიყვანეთო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვინმე გაბედავს და იტყვის, რომჩვენი ლაფში ამოსვრილი აწმყო გაუნათლებლობის ბრალი არაა? როგორ უნდა ვისწავლო მაშინ, როცა განათლების სისტემა ყოველდღიურად იცვლება? როგორ უნდა ვიყო რამეში დარწმუნებული მაშინ, როცა ისიც კი არ ვიცი ზუსტად, ეროვნული გამოცდების ჩაბარება მომიწევს, თუ საატესტატოს ქულებით მოვხვდები უმაღლესში? რომელ სწავლის დაფასებაზეა საუბარი , როცა პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო აკრედიტაციას უჩერებდნენ უმაღლესი ხარისხის აპარატურით აღჭურვილ აგრარულ უნივერსიტეტს ქვეყანაში, რომელშიც ჯერ კიდევ ფუნქციონირებს გეპეი? გეპეი, ანუ შენობა, რომლის მაღალ სართულზე ასული სტუდენტები პირჯვარს იწერენ და ლოცულობენ რომ უკან ცოცხლები დაბრუნდნენ.

და თქვენ გგონიათ ამის მოგვარება ადვილია? ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა, ერთი დიდი ჩაკეტილი წრეა. ქვეყანაში არ არსებობს განათლების სისტემა იმიტომ, რომ მთავრობას განათლება არ აინტერესებს. მთავრობას განათლება არ აინტერესებს იმიტომ, რომ თვითონ მთავრობაა გაუნათლებელი. მთავრობა კი გაუნათლებელია იმიტომ, რომ ჩვენთან უკვე დიდი  ხანია არ არსებობს სამართლიანობა და ნეპოტიზმი მეფობს, რაც თავისთავად განათლების სისტემის არარსებობითაა გამოწვეული. ის არ ვიცი, სიყვარული ვერტიკალურია თუ ბრუნვადი, მაგრამ ჩვენ რომ მოჯადოებულ წრეზე ვბრუნავთ, ეს ფაქტია.

საქართველოდან გარბიან ჭკვიანი, მაგრამ კარგ სანაცნობოს მოკლებული ადამიანები იმიტომ, რომ წარმატებული კარიერის აწყობა უნდათ, ხოლო რჩებიან ისეთები, ვისაც წარმატებული კარიერის ასაწყობად ჭკუა არ ჭირდება, რადგან კარგი სანაცნობო ჰყავს. ქართველი ხალხი კი სისულელის გამო დღემდე ირჩევს იმას, ვისგანაც “უფასო ფულის” მიღების შესაძლებლობაა მეტი – ეს არის და ეს.

მე კი, სკოლის ჩვეულებრივი მოსწავლე, დღეს ჩემი დროის უმეტეს ნაწილს ვკარგავ იმ მასწავლებლებთან სიარულში, რომლებთანაც მომზადება წესით არ უნდა მჭირდებოდეს. წელს ვაბარებ იმაზე რთულ გამოცდებს, ვიდრე შარშან ჩააბარეს ჩემნაირმა მოსწავლეებმა, მიუხედავად იმისა, რომ მე წელს ზუსტად ისე მასწავლიან, როგორც შარშან მათ. მე დღეს დიდი პოტენციალი მაქვს, მაგრამ ერთ დღესაც შესაძლოა ჩემი სამუშაო ადგილი მისცენ უფროსის ნათესავს, მარტო იმიტომ ,რომ ის უფროსის ნათესავია. დღეს მე ვარ საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ყველანაირ საღ აზრს მოკლებულ სისტემას ეწირება.

ეს ჩემი ქართულის დავალებაა, ასე რომ თუ ტონი გეოფიციალურათ, არ გაგიკვირდეთ  ^_^

To infinity and beyond!

Advertisements

2 thoughts on “ის რასაც ჩვენ სისტემას ვეძახით

  1. მითხარი როგორია განათლების დონე ქვეყანაში და გეტყვი რამდენად წარმატებულია ეს ქვეყანა. სტატიიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ წინ გაქვს გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ურთიერთობის “ბედნიერება”, რათა საბოლოოდ დარწმუნდე, რომ სისტემა კი არა, უსისტემობა უფროა…

    • კი, წინ მაქვს ეგ ბედნიერება :\ სისტემის არარსებობაში კი ისედაც საკმარისად დარწმუნებული ვარ სამწუხაროდ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s