საქეიფოდ სასაფლაოსკენ ჰერი ჰერი

თუ პოსტის სათაური გეუცხოვათ, მაშინ მომილოცავს, იღბლიანები ყოფილხართ, რადგან არასდროს გინახავთ როგორ მიდიან ქართველები სასაფლაოზე საჭმლით სავსე პარკებითა და გაზის ბალონით (რაც ბუნებრივია,  აბა იქ ხუთსაათიანი ქეიფის შემდეგ ცხელ საჭმელს გაცხელება არ უნდა?)
ქართველებს რომ ყველაფრის ქეიფის მიზეზად გადაქცევის უნარი გვაქვს,  ეს ახალი ამბავი არ არის,  მაგრამ ამით არანაირად არ კნინდება საფლავზე ათი “შესანდობრის” დალევის და ამისთვის ტრადიციის დარქმევის ამაზრზენობა. ერთი შეხედვით, რას უნდა ელოდო ხალხისგან, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ შეელივნენ ქელეხს და მიცვალებულის პატივისცემად მიაჩნიათ როგორც გასვენების მერე ღრეობა, ისე აღდგომას საფლავზე გასვლა და გემრიელად მოლხენა (თუნდაც ამისთვის კრედიტის აღება დასჭირდეთ.)
წელს აღმოვაჩინე, რომ თურმე ჩემი ლოგიკა, რომლის მიხედვითაც აღდგომას საფლავზე პასკითა და კვერცხით გასვლა, ერთი ჭიქა ღვინით შესანდობრის თქმა და ყოველგვარი დოლ-გარმონის გარეშე წამოსვლა ნორმალური და ადამიანურია, ბევრისთვის მიუღებელი ყოფილა. რა თქმა უნდა, აუცილებელია რომ უდიდეს რელიგიურ დღესასწაულზეც კი გემრიელად გაილეშოს ჩვენი ღიპიანი ბიძა, სასაფლაოდან ნაქეიფარმა ბანცალით გამოიგნოს გზა, იქვე რამდენიმე მეზობელ საფლავთანაც შეიძინოს თანამეინახეები და სახლში დაბრუნებულმა ცოლს ტრადიციულ-ქართულად დააფაროს ყველაფერი თავზე (თუ საჭირო გახდა რამდენჯერმე შემოარტყას კიდეც). და თუნდაც ამ ბიძას ძალიან კარგი სიმთვრალე ქონდეს, მაინც არ მესმის რა არის სასიამოვნო სასაფლაოზე ქეიფში და რატომაა ქვეყანაში ნორმალური ის, რომ ჭირისუფალს, რომელიც განიცდის ძვირფასი ადამიანის დაკარგვას, საფლავის კეთებისას რატომღაც არასდროს არ ავიწყდება სამომავლო ქეიფებისთვის იქვე მაგიდისა და სკამის გაკეთება. ეს ნორმალურია? საფლავზე ღორივით ჭამა-სმა, ხორხოცი და დალევის სურვილის ტრადიციების უკან ამოფარება ჩვეულებრივი ამბავია?  მითხარით, იქნებ მე ვარ არანორმალური მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არასწორი,  ამაზრზენი და განუვითარებელი მგონია? დღეს რომ ეზოში ყური მოვკარი ფრაზას, წამო საფლავზე გეპატიჟებიო, ეს ნორმალურია?  იქნებ მიცვალებულისადმი სიყვარული მართლა საფლავის გვერდზე გაშლილი სუფრის დიდებულებით უნდა ფასდებოდეს და ამაში არაფერია გასაკვირი?  მომკალით და ვერ დავიჯერებ, რომ ათი ლიტრი ღვინო უნდა დაიცალოს და ყველა გონის დაკარგვამდე უნდა დათვრეს იმისთვის, რომ მათთვის ძვირფასი ადამიანის სულმა გაიხაროს. მაპატიეთ,  მაგრამ არც ის მჯერა, რომ საფლავზე გემრიელად მოქეიფეები ამას ვინმეს სულისთვის აკეთებენ და არა საკუთარი ხორციელი სიამოვნებისთვის. ჩემთვის ეს რწმენა არ არის, ისევე როგორც რწმენა არ არის სოციალურ ქსელში გაზიარებული ხატის სურათი და ღამისთევაზე მოდის გამო წასული ხალხი, ეკლესიაში “დაჩექინება” რომ არ ავიწყდებათ (ყველამ ხო უნდა გაიგოს როგორი მორწმუნეები არიან).
არ მინდა ისე ჩანდეს, თითქოს ვინმეს განვიკითხავ, მაგრამ დღეს ჯერ ყელის ტკივილი მაღიზიანებდა, მერე მოდას აყოლილი მორწმუნეებით და ვითომ ათეისტებით სავსე ინტერნეტი, ხოლო ეზოში გაგებულმა იმ ფრაზამ საერთოდ დახურა. ამ თემაზე საუბრისას ერთმა მეგობარმა ზრდილობიანად შემაპარა, მგონი ზედმეტად მკაცრად განსჯიო და ამიტომ მინდა დავაკონკრეტო, მე უბრალოდ ჩემი თვალით დანახულ რეალობას გიხატავთ და ამ რეალობაზე ჩემივე აზრს გამოვთქვამ, არც არავის შეურაცხყოფას ვცდილობ და მითუმეტეს არც ცხოვრებას ვასწავლი ვინმეს. უბრალოდ ვამბობ იმას, რაც არანორმალურად მიმაჩნია, ეს არის და ეს.

To infinity and beyond!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s