ორი წელი წამთა ჭერაში!!!

image

უკვე ორი წელი გავიდა ამ ბლოგის დაბადებიდან. ჩემი მოუცლელობის გამო დაბადების დღის დამთავრებამდე ერთი საათით ადრე ვწერ პოსტს, ისიც ჩქარ-ჩქარა, იმიტომ რომ არც ახლა მაქვს დრო.
“დაიჭირე წამი” არ შემიქმნია არც follower-ების მაქსიმალური რაოდენობის შესაძენად და არც სამყაროსთვის ხმის მოსაწვდენად. თავიდან ის უბრალო დღიურივით იყო, რომელსაც რეალურად არავინ კითხულობდა, მე კი გარანტირებული მქონდა,  რომ რასაც აქ დავწერდი არც კომპიუტერის გაფუჭებით წაიშლებოდა და არც ბლოკნოტის დასველებით. თუმცა თანდათან სახლს დაემსგავსა აქაურობა. ჰოდა ერთხელაც პირველმა ადამიანმა დააკლიკა follow-ს და არასდროს დამავიწყდება ის გრძნობა, რომელიც მაშინ გამიჩნდა. თან გამიხარდა, თან მეწყინა, რომ ჩემი პირადი სივრცე პირადი აღარ იყო. მაგრამ პირველს რომ მეორე მოყვა, მეორეს მესამე, მერე მივხვდი რომ ეს ბლოგი შეიძლებოდა დღიურზე მეტი ყოფილიყო. ზაფხულში, სოფელში,  ინტერნეტ-ქონექთის კატასტროფულად ნელი ინტერნეტით მთელი დღე მოვუნდი სტანდარტული დიზაინის ჩემებურად გადაკეთებას და ბოლოს ეს მივიღე. ეს რაღაც,  რაც ძალიან შემიყვარდა. ისე ძალიან, რომ სასაცილოც კია. მე ჯერ არ მაქვს საკუთარი სახლი (ჩემი შრომით ნაყიდი იგულისხმება) და არც ის ვიცი,  ამ უზარმაზარ მსოფლიოში სად არის ჩემი ადგილი,  ხოლო სანამ ამას გავარკვევ, იქამდე ეს ბლოგია ჩემი კუთხე, ადგილი, სადაც ვამბობ ყველაფერს და არცერთ სიტყვას არ ვნანობ.
დღეს თუ სადმე დაიჭირე წამს მოვკრავ თვალს/ყურს, მაშინვე პეპლები იწყებენ სხეულში ფართხალს, იმიტომ რომ ამ ფრაზას უკვე სახლის სურნელი აქვს და ძალიან ძალიან ძალიან ძვირფასია.
ეს ორი და სხვა მრავალი 😀

To infinity and beyond!
Carpe diem ❤

image

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s