ევროვიზიას ეგზორცისტი ესაჭიროება?

10406438_731754926943680_7558560121489071635_n

ევროვიზია რომ პოლიტიკური კონკურსია, ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია. ევროპას რომ ძალიან შესცივდა ამ ბოლო დროს, ესეც აშკარად დავინახეთ, თუმცა ამ პოსტში არც შედეგებზე ვაპირებ საუბარს და არც კონკურსის გაკრიტიკებას (მერე რა რომ ფინალში საწყალი ნინა ლამის დაახრჩეს ხელოვნური კვამლით და ისე გახვიეს ნისლში, როგორც რუსეთში ჩატარებულ ოლიმპიადაზე საქართველოს რუკის შავიზღვისპირეთი), ეს პოსტი მთლიანად ეძღვნება იმ ადამიანებს, რომლებმაც მუქი ფერის მაკიაჟში დემონი დაინახეს.

ამ ფრაზის დაწერაზეც კი მეცინება. რომელი ლოგიკით მსჯელობთ, როცა ამბობთ, რომ ადამიანი სატანაა მხოლოდ იმიტომ, რომ ბუმბულებიანი ტანისამოსი აცვია და შავი ლაინერი უსვია? მაშინ ნიუ იორკში არ წახვიდეთ, თავი საშინელებათა ფილმში გეგონებათ. ზოგადად არ მიყვარს რელიგიის სახელით რომ ლაპარაკობენ და ამავდროულად ადამიანის თავისუფალ არჩევანს აკრიტიკებენ. თქვენ, ჭეშმარიტო ქრისტიანებო, მიპასუხეთ, რა არის უპირველესი განსხვავება ქრისტიანობასა და სხვა რელიგიებს, თუნდაც მაჰმადიანობას შორის? რა არის ყოველი ქრისტიანის უპირველესი უფლება? თავისუფალი არჩევანი. და რა არის ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული წესი რომელსაც ვსწავლობთ? არ განსაჯო და არ განისჯები. და მაინც, ყოველ შესაძლო შემთხვევას ვიყენებთ  იმისთვის, რომ სხვისი არჩევანი გავაკრიტიკოთ, სხვა გავასწოროთ მიწასთან, ვუწოდოთ არც მეტი არც ნაკლები, სატანა და პირჯვრის წერით ქრისტიანობას შევაწმინდოთ ხელები.

დიდი ბოდიში, მაგრამ ჩემი ქრსიტიანობა ასეთი არ არის. ჩემი რელიგია სხვისი განკითხვის უფლებას არ მაძლევს და არც იმ დონემდე მაბრმავებს,რომ ვიღაცას შავი თვალის ფანქრის გამო დემონი ვუწოდო. თურმე ხალხის ნაწილს არ მოეწონა ასე წარმოჩენილი “მათი საქართველო” (ბოლო ორი სიტყვა მთელი ემოციით და აცრემლებულო თვალებით წაიკითეთ!!!) თან პარალელურად ამბობენ, რომ სიმღერა მოეწონათ, მაგრამ ნუ ეს იმიჯი რა უბედურებაა -_- რატომღაც იგივე ადამიანებს არაფერი უთქვამთ შარშანდელ გამოსვლაზე, ეტყობა მოეწონათ ანრის ღიპის ქნევა, არადა მე პირადად ველოდებოდი რომ ან ჯეკ ნიკოლსონი შემოვარდებოდა და მოკლავდა, ან ჰიტ ლეჯერი ამოვიდოდა საფლავიდან (ისე ეხლა რომ ვფიქრობ, იმ გამოსვლაშიც იყო რაღაც დემონური ალბათ O_o).

თეთრ კაბაში გამოწყობილმა რუსმა მოგვიგოო… ამ ფრაზამ გამაცოფა. თეთრ კაბაში კი არა, შავ ნავთობში გამოწყობილმა რუსმა მოგვიგო. და თუ ყველაფერს ტანსაცმლის ფერი წყვეტს, მაშინ იმასაც გეტყვით, რომ დღეს დილით ორი, თეთრ სამოსში გამოწყობილი იაღოველი მოადგა ჩემი სახლის კარს და ალბათ უნდა დავმჯდარიყავი მათთან ერთთად და ჭეშმარიტ ღმერთზე მესაუბრა ხო? თან არც ბუმბულები ქონდათ..

ერთი დიდი მარაზმია ეს ყველაფერი. და რაც ყველაზე მეტად მაცინებს ისაა, რომ ადამიანები, რომელთა ასოციაციებიც ტანსაცმლისა და მაკიაჟის ფერს ეფუძნება, კიდე აქეთ გვიწოდებენ საღად მოაზროვნე ხალხს ფანატიკოსებს. დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენ ან ამ სიტყვის აზრი არ გესმით, ან ძალით იბრმავებთ თავს. ყველაფერს ცოდვასთან და უბედურებასთან თქვენ აკავშირებთ, შავი ბუმბულის გამო ადამიანი ლამის ანტიქრისტედ თქვენ გამოაცხადეთ, საკუთარი აზრის არ ქონა თქვენი სტილია და კიდე სხვებს უწოდებთ ფანატიკოსებს? იცით ყველაზე სასაცილო რა არის? სანამ არქიმანდრიტი ანთიმოზის სტატუსი არ ნახეს, იქამდე აზრად არ მოსვლია არავის რამე მსგავსი დაეწერა. ნახეს და სასულიერო პირს ხომ არ შეეწინააღმდეგებოდნენ, მაშინვე წამოენთო ბრბო. არავის შეურაცხყოფა არ მინდა, მაგრამ არც თავის დაბრმავებას არ ვაპირებ. შეიძლება მისთვის ეს დემონური იყო, მაგრამ მარტო იმიტომ, რომ მამაომ ასე იფიქრა, თავის ქნევას და ჩემთვის მიუღებელი აზრების გამართლებას ვერ დავიწყებ. მე ქრისტიანობა თავისუფალი ადამიანების რელიგია მგონია და არა ბრმადმადიდებლების, როგორც გურამ შეროზია იტყოდა. არ ვიცი ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემი ქრისტიანობა არავიზე არ ძალადობს, არავის არ ლანძღავს და აგინებს, არავის დაწვას, მოკვლას და ჩაქოლვას არ აპირებს.

კიდევ ერთი გენიალური აზრი უნდა წარვადგინო!!! თურმე ჩემი მხრიდან უნამუსობაა ის ფაქტი, რომ სასულიერო პირს არ ვეთანხმები და მაინც მივდივარ ეკლესიაში. აი ეს! აი ეს “რაღაც” მაგიჟებს. ჯერ იმით დავიწყოთ, რომ ეს ადამიანები ისეთი მაგარი მორწმუნეები არიან, იმის უფლებას აძლევენ თავს, რომ სხვებს ეკლესიაში მისვლა აუკრძალონ. მერე მეორე, როდიდან გაიგივდა რელიგია და საკუთარი აზრის არქონა ერთმანეთთან? კიბატონო , ჩემთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ მამაო სოციალური ქსელიდან ძალიან ჩვეულებრივ ადამიანს, რომელსაც რეალურად არაფერი საშინელი არ უქნია, ეშმაკად რაცხავს. მიუღებელია ისიც, რომ ამის შემდეგ მთელი სოციალური ქსელი ერთ კადრს ემსგავსება . კადრს ფილმიდან “მუმია”. რომელს იცით? ბრბო დაჰიპნოოზებული რომ მიდის წინ და თან იმჰოტეეპ, იმჰოტეპო რომ იძახის, ზომბების დიდ პარადს რომ გავს ყველაფერი. ამას დაემსგავსა ზუსტად მთელი facebook-ი და არა მარტო. მალე ალბათ იმასაც დაწერენ, ფინალში ზედმეტად ბევრი კვამლი რომ იყო და ნინა თითქმის არ ჩანდა, ეს იმან გამოიწვია, რომ ნახევარფინალში დემონივით გამოვიდაო…

ცოტა გამოფხიზლდით რა! ცოტა მაინც, თორემ ძალიან ბნელა!! მიმიქარავს 90-იანები ისე ბნელა.. მეორე მსოფლიო ომის დროს შვეიცარიაც რომ ჩააბნელეს იძულების გზით, მაშინაც კი არ ბნელოდა ასე..

P.S.სანამ პოსტს დახურავთ იქნებ დამეხმაროთ!წაიკითხეთ განცხადება!

Gallina_castellana_negraუკვე რამდენიმე დღეა, ეს უცნაური შეხედულების ქათამი ხან სად მხვდება, ხან სად. მეშინია, რადგან ქათამი აშკარად შავია და ყველაზე შემზარავი ისაა, რომ ბუმბულებიც აქვს. ვეძებ ეგზორცისტს, რომ ამ ბედკრული ქათმის სული გავათავისუფლოთ!!! მაპატიეთ თუ ამ საშინელი ფოტოს ნახვის შემდეგ დაძინება გაგიჭირდებათ, მაგრამ უკვე აღარ ვიცი რა ვქნა.

შემდეგ გაბრაზებულ პოსტამდე ❤

To infinity and beyond.

Advertisements

4 thoughts on “ევროვიზიას ეგზორცისტი ესაჭიროება?

  1. აი, ყოჩაღ! არაჩვეულებრივი პოსტია და სრულიად გეთანხმები!

  2. მე საერთოდ არ ვარ ევროვიზიის აზრზე, მაგრამ ძალიან ვიცინე სატანისტობაზე იმის გამო, რომ შავი ფერის ტანსაცმელი აცვია :დ

    • კონკურსს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მართლა სასაცილოა ეს ალოგიკური “ლოგიკა”. ნახევარი საქართველო შავ ფერში იცვამს და ქვეყანა კი არა ჯოჯოხეთი ყოფილა 😀

      • ჰაჰა, რაღაც მომენტში არის კიდეც თავისი პოლიტიკოსების წყალობით 😥

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s