ახალი საწყისები

wpid-wp-1442228173479.png

დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია, ალბათ იმიტომ, რომ არც სათქმელი მქონდა ბევრი და მუზაც სადღაც დაიკარგა.

თითქოს ორი-სამი თვის წინ დავწერე პოსტი შემოდგომასა და საკუთარი თავისთვის მიცემულ პირობებზე და აი, ერთი წელიც სადღაც გავიდა. ზამთარმაც გაგვყინა (მაგრამ რუსთაველებს რატომღაც არ დაგვათოვა -_-), გაზაფხულმა ალერგია გაგვიღვიძა, ზაფხულმა საატესტატო გამოცდები და ნერვიულობა , შემდეგ კი უსაქმურობის უამრავი , უმეტესწილად ერთფეროვანი, მაგრამ მაინც ძვირფასი დღეები გვაჩუქა , ტრადიციულად თვალის დახამხამებაში ჩაიქროლა და ვერც გავიგე ისე  მოვიდა ჩემი საყვარელი შემოდგომა. ცხელი ჩაის, ჟაკეტების, ერთდროულად ფერების და უფერულობის, დანამული დღეებისა და ნაადრევი საღამოების სეზონი.

ზოგადად ჩვენს ცხოვრებაში სუფთა ფურცლად, რაღაც ახლის საწყისად გასაგები მიზეზების გამო ახალი წელი ითვლება. ჩემთვის სიახლესთან ყოველთვის შემოდგომა უფრო ასოცირდებოდა. ასე იყო იმ დღიდან, პირველ კლასში რომ მივედი და ალბათ სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება.

დღეს დილით რომ ავდექი და გამზადება დავიწყე, მივხვდი რომ მომენატრა ეს უმნიშვნელო ფაცი-ფუცი. აი, სადღაც რომ ხარ წასასვლელი, რაღაც რომ გაქვს გასაკეთებელი, მთელი დღე პიჟამათი სიარული რომ არ შეგიძლია. ვიცი, დარწმუნებულიც ვარ რომ ეს კვირა არ იქნება დამთავრებული, ისევ უსაქმურობას ვინატრებ, მაგრამ მაინც ,თურმე არც ზედმეტი დასვენება შემძლებია.

ყოველთვის მეუცნაურებოდა ის ფაქტი, რომ კლასელები შეიძლება მთელი ზაფხულის განმვლობაში ვერ ნახო, უმეტესობასთან არც სოციალური ქსელებით გქონდეს კონტაქტი, მაგრამ სექტემბერში სკოლაში შედგამ თუ არა ფეხს, თავს ისე გრძნობ თითქოს გუშინ გენახოს ყველა. ასე მგონია წლობით რომ ვერ ვნახოთ ერთმანეთი, შეკრებილები ისევ ისე უშუალოდ ვიხუმრებთ, ვილაპარაკებთ და ის უხერხულობა, დიდი ხნის უკონტაქტობა რომ აჩენს ხოლმე, ჩვენს შორის არასდროს გაჩნდება. შეიძლება ასე არც არის, შეიძლება ზედმეტად ვფანტაზიორობ, მაგრამ ვერც საწინააღმდეგოს ვიტყვი დარწმუნებით.

წინ აბიტურიენტობის დამღლელი წელია. დამღლელი და საშიში. რომ წარმოვიდგენ რამდენია ამ წელზე დამოკიდებული, სხეულში ნერვიულობის ტალღა მივლის. თუმცა ვიცი, მეთორმეტე კლასიც, ისევე როგორც წინა თერთმეტი, თვალის დახამხამებაში ჩაივლის და ზუსტად ერთ წელში მსგავსი შინაარსის პოსტს უკვე თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი დაწერს (იმედია).

იქამდე კი მასწავლებლების, მეგობრების, დავალებების, გამოუძინებლობის, წიგნების, ფილმების, მუსიკისა და კომპიუტერის ჩაკეტილ წრეში მომწყვდეული დაველოდები ნოემბრის დასაწყისს და დღეებს, როცა წვიმისგან ყველაფერი მკვეთრ ფერს იძენს: სველი ქვაფენილი შენობებს ირეკლავს, გაყვითლებული ფოთლები შუქნიშანივით ანათებს, ნაძვები კი იმაზე უფრო მწვანეა, ვიდრე ოდესმე.

წარმატებულ წელს გისურვებთ ❤

To infinity and beyond! ^_^

Advertisements

3 thoughts on “ახალი საწყისები

  1. ჰეი, ძალიან გვიან ვწერ ამ პოსტზე კომენტარს, მაგრამ შენს ბლოგს უკვე კარგა ხანია ვკითხულობ და ძალიანაც მომწონს ❤
    ჰოდა, იმედია თავისუფალში ხარ უკვე
    და იმედია სექტემბერში მეც თავისუფალში ვიქნები მართვაზე, აიასე ^_^
    ხშირად წერე, რა

    • ვაიმე ❤ დიდი მადლობა ❤ კი, თავისუფალში ვარ უკვე, მართვაზე და დარწმუნებით შემიძლია გითხრა, რომ არჩევანს არ ინანებ ^_^ წარმატებები წელს ❤
      P.S.რაც შეეხება ხშირად წერას (ჩემი მთავარი სირცხვილი :დ) ვცდილობ, როცა მცალია და "მეწერება", მაგრამ ამ ბოლო დროს ხშირად აღარ ემთხვევა ეგ ორი სიტუაცია ერთმანეთს :დ

      • აუ, რა კარგია, გილოცავ მოგვიანებით და მადლობა ❤ ❤
        ჰო, მაგ ორის დამთხვევა მეც ხშირად მიჭირს ხოლმე :/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s