ზოგადი უნარები (ანუ რამდენად სტანდარტულად აზროვნებ შენ)

img_287065450808666.jpeg

ეროვნულ გამოცდებამდე ერთი კვირით ადრე საკუთარ თავს რომ ეკითხები, უნარებში ოთხმოციდან ოთხმოცის აღება გაგახარებს, თუ სუიციდისკენ გიბიძგებს, ე.ი. რაღაც რიგზე ვერაა.

აბიტურიენტობის დამთრგუნველი წლის დასაწყისში მყარად გადავწყვიტე, რომ ვერბალური უნარები ის არის, რასაც ვერავინ გასწავლის, ამიტომ მთელი წელი სიტყვათა მიმართებების, თუ კავშირებს შორის განსხვავებების ზუთხვაში დროის კარგვა სისულელედ მომეჩვენა და ვიფიქრე, ბოლო ერთი თვე მომზადებაც საკმარისი იქნება – მეთქი.

ჰოდა ბოლო ერთი თვეა ჩემს ყოველდღიურობას ის საძულველი ერთი საათი ამახინჯებს, რომელმაც ანტიპათიის სრულიად ახალი სიმაღლეები დამანახა. აზროვნებ ისე, როგორც ტესტის ავტორი? მაშინ მომილოცავს, მაგრამ თუ კინოფირსა და გამოსახულებას ან ეკვატორსა და დიაფრაგმას მათნაირად არ აკავშირებ ერთმანეთთან, ჩათვალე ვერასდროს მიაღწევ იმ დაწესებულებასთან, შენი ოცნების უნივერსიტეტი რომ ჰქვია და წესით , ყველაფერ სხვასთან ერთად, კრეატიულობა რომ უნდა გასწავლოს. თუ სკოლაში ქართულს სოციალისტური იდეოლოგიით შეპყრობილი “ბეიბი ბუმერი” გასწავლიდა, ჩათვალე კარგ “პონტში” ხარ, მაგრამ თუ , ჩემი არ იყოს, შენი მასწავლებელიც მუდმივად თავისუფალი და სტერეოტიპებს მოშორებული აზროვნებისკენ გიბიძგებდა, მაშინ შინაგანი პროტესტის გამანადგურებელი გრძნობა აუცილებლად გადაგაქცევს პოტენციურ კამიკაძედ.

არასდროს მეგონა მაღალი ქულა თუ შემაშინებდა, თურმე შესაძლებელი ყოფილა. არ ვიტყვი, რომ უმაღლესი შედეგით ნაწყენი დავრჩები, არა, რა თქმა უნდა, ეს ხომ გარანტირებულად ნიშნავს ადგილს ჩემი ოცნების უნივერსიტეტში, ოცნების ფაკულტეტზე. მაგრამ როგორ შეიძლება არ დავინახო ირონია ამ ყველაფერში? მინდა მოვხვდე მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტზე, რომლის მთავარი მიზანიც ადამიანში ინდივიდის განვითარებაა , თუმცა იმისთვის, რომ ამის შესაძლებლობა მომეცეს, უნდა ჩავაბარო გამოცდა, რომლის ქულაც ჩემი აზროვნების სტანდარტულობის პირდაპირპროპორციულია. და რატომაა ეს ზოგადი უნარი? მოწმდება რამდენად კარგად დაშტამპულ “პროდუქციას” უშვებს ქარხნად გადაქცეული სკოლა?

-გამარჯობათ, მე ვარ ნატა. როგორც ნებისმიერ სკოლადამთავრებულს, მეც გამაჩნია ყველა ის უნარი, რომელიც ცხოვრებაში დამჭირდება. მაგალითად, ვიცი, რომ დირექტორის შემოსვლისთანავე ფეხზე უნდა წამოვხტე, არა იმიტომ, რომ პატივისცემას იმსახურებს, არამედ იმიტომ, რომ დირექტორია და სხვა რომ არაფერი, სკოლის ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი ფულის მითვისების უფლება აქვს. არასდროს ვამბობ არაფერს, რაც საზოგადოების (მასწავლებლების – უკაცრავად- პედაგოგების) აზრს არ ეთანხმება, იმიტომ, რომ ეს უზრდელობაა. მიყვარს ილია, აკაკი და ვაჟა, ვთვლი, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძე და გრიგოლ ორბელიანი ქართული რომანტიზმის გამოჩენილი წარმომადგენლები იყვნენ (არადა არ იყვნენ, მაგრამ ამას რა მათქმევინებს), ნებისმიერი ორი სიტყვის დაკავშირებისას ვფიქრობ , როგორი მიმართებაა მათ შორის და არასდროს მერევა ერთმანეთში ერთი ზოგადის ორი კერძო, პირდაპირი და არაპირდაპირი სინონიმები , თუ ანტონიმები. ვკითხულობ მხოლოდ იმას, რასაც ყველა კითხულობს და ვფიქრობ მხოლოდ იმას, რასაც ყველა ფიქრობს (და წარმოდგენაც არ მაქვს იმის შესახებ, რომ ეს აზრი მურაკამის მოვპარე, იმიტომ, რომ მურაკამი კლასიკოსი არ არის, ორმოცდაათ წიგნში მისი არცერთი ნაწარმოები არ შესულა და შესაბამისად, მისი წაკითხვა არ ღირს.) რაღა თქმა უნდა, ვგიჟდები ლევან ვასაძესა და მისნაირ ქართველებზე, ვარ ფანატიკოსი -არა, უკაცრავად, – მართლმადიდებელი, ანუ რელიგია ჩემთვის არის ის, რასაც ვეძებ საკუთარ თავში, რათა მიმიღოს საზოგადოებამ და არა ის, რაშიც ვეძებ საკუთარ თავს, რათა მივიღო ჩემივე ქვეცნობიერი. მჯერა, რომ ვინც ქრისტიანი არ არის, ყველა ჩემი მტერია (როგორც ჩემი ძვირფასი დირექტორი იტყოდა) და ვთვლი, რომ ამერიკა გვართმევს ქართველობას (რაში ჭირდება არ ვიცი, მაგრამ ფაქტია). დიდი რომ გავიზრდები მინდა ვიყო ჩემი სამშობლოს საამაყო შვილი, გავთხოვდე, გავმრავლდე და შევასრულო პატიოსანი ქალის ჭეშმარიტი მოვალეობა – ვიყო კუხნაში- რათა გავახარო დედიკო, მამიკო და ყველა მეზობელი, რომელიც ჩემი ცხოვრების თითოეულ დეტალს ნალექიან ყავაზე მისაყოლებელ დესერტად გამოიყენებს!

ასეთად აღვიქვამ არსებულ განათლების “სისტემას” მე.

თუ ვაჭარბებ, მიხარია.

ბატონო ალექსანდრე, გვიშველეთ!

To infinity and beyond!

Advertisements

One thought on “ზოგადი უნარები (ანუ რამდენად სტანდარტულად აზროვნებ შენ)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s