ყოფის აუტანელ სიმსუბუქეზე

დავიღალე…

დამღალა სიყალბემ.

დამღალა ყველა მხრიდან ნასროლმა ძალდატანებულმა ღიმილმა.

დამღალა გაცრუებულმა იმედებმა.

დამღალა შეუსრულებელმა პირობებმა.

დამღალა ადამიანებზე წარმოდგენების მარადიულმა რღვევამ.

დამღალა ჰუმანურობის – როგორც ფენომენის – დაკნინებამ.

ვისწავლე, რომ ადამიანებისგან (ყველაზე ახლობლებისგანაც კი) ბევრს არ უნდა ელოდო, თუმცა ვერაფრით ავუწყე ფეხი “ბევრის” მიღმა არსებული რაოდენობის მუდმივ შემცირებას.

დამღალეს ძალით გაზრდილმა ბავშვებმა და გაუზრდელმა ზრდასრულებმა.

დამღალა საკუთარ მშობლებზე უფრო დიდის როლის შესრულების აუცილებლობამ.

დამღალა ყველაფრის უმიზნობამ,მესჩანურმა გარემომ, მატერიალიზმის ტყვეობაში აღმოჩენილმა სოციუმმა.

დამღალა მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტის გაგონებისთანავე დასმულმა კითხვამ: და სად იმუშავებ მერე? არავის აინტერესებს, რას ვისწავლი ან რამდენად საინტერესო იქნება ეს პროცესი, მთავარია შემდეგში რამხელა შემოსავალი მექნება და ესეც აინტერესებთ არა იმიტომ, რომ ჩემს კეთილდღეობაზე ზრუნავენ, არამედ იმიტომ, რომ გაიგონ, ვიქნები თუ არა მათთვის მომავალში გამოსადეგი.

საკუთარი სარკასტულობა მიყვარს, თუმცა სამყაროს ირონიულობამ დამღალა.

დამღალა სტერეოტიპულმა შეხედულებამ იმის შესახებ, რომ ბავშვებს არაფერი გვაქვს სანერვიულო.

დამღალა გამოუთქმელმა აზრებმა.

დამღალა ზრდილობამ, რომელიც გამოუთქმელ აზრებს აჩენს.

დამღალა სიყალბემ, რომელიც მოითხოვს ზრდილობას, რომელიც გამოუთქმელ აზრებს აჩენს.

დამღალა საზოგადოებამ, რომელიც აყალბებს ზრდილობას იმისთვის, რომ მათთვის მიუღებელი აზრები გამოუთქმელი დარჩეს.

დამღალა შეკავებულმა ცრემლებმა.

დამღალა იმედებით სავსე ხვალინდელი დღის ვერმოუსვლელობამ.

დამღალა ყველაზე გამოუსადეგარმა გრძნობამ, სინანული რომ ჰქვია.

დამღალა ტკივილმა.

დამღალა ყოფის აუტანელმა სიმსუბუქემ.
To infinity and beyond.

Advertisements

3 thoughts on “ყოფის აუტანელ სიმსუბუქეზე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s