საით?!

day_and_nightნეტავ ვიცოდე…

იქნებ არსაით. იქნებ კი არა, სავარაუდოდ.

ან სულაც ეშერისეული უსასრულობისკენ.

უცნაურია, როგორ იცვლება ზოგიერთი შეხედულება ხასიათთან ერთად.

წერა ერთადერთი რამაა, რაც შედარებით (მხოლოდ და მხოლოდ შედარებით) უკეთ გამომდის. და როცა ეს წერაც აღარ გამოგდის საკუთარი მნიშვნელობის იმ მცირე წონასაც ვეღარ გრძნობ, რომელსაც ერთ დროს გრძნობდი.

სხვანაირად არ გამოდის. როცა აზრები ისე აწყდებიან გონების კიდეებს, როგორც ბუდედანგრეული ჭიანჭველები, სხვანაირად არაფერი გამოდის. თუ სიტყვების გამოყვანა არ დაიწყე, არაფერი არ გამოდის, სულ არაფერი! ვერცერთი აზრი ვერ მიდის ლოგიკურ დასარულამდე. ყველა მათგანი შუაში წყდება და ჰაერში გამოკიდებულს გტოვებენ შიზოფრენიის ზღვარზე. ჰაერში გამოკიდებულს მტოვებენ…

თითქოს ყველა უნარი მიდის, სხეულს ტოვებს, თითის წვერებიდან იღვრება და ვერაფრით აკავებ. არ იცი როგორ გააჩერო ეს დაუსრულებლად მბრუნავი ეშმაკის ბორბალი და უბრალოდ იღებ იმ ფაქტს, რომ ამ ატრაქციონის კაბინაში მოხვედრილი, ხან სამყაროს თავზე ხარ, ხან კი მთელი სამყარო გამხია თავზე.

თუმცა პრობლემა ცხოვრების მუდმივი ცვალებადობა კი არაა, არამედ ჩვენი სისულელე, რომელიც გვარწმუნებს, რომ ახალი ცვალებადობა ცვალებადი აღარ იქნება და რატომღაც მუდმივ ფორმას მიიღებს. როგორც ბერტოლუჩის ერთ ფილმშია: “კიდევ რამდენჯერ იხილავ მთვარის ამოსვლას? შესაძლოა სულ ოცჯერ… და მაინც, ყველაფერი უსასრულოდ გვეჩვენება.”

სწორედ ამიტომაა, რომ ბედნიერებს უბედურება გამოვლილი თუ გვაქვს არც გვახსოვს, ხოლო ოდნავი სევდის შემოწოლასთან ერთად საერთოდ გვავიწყდება ქვეყნად სიხარულის არსებობა. ჩვენ ყველაფერი სამუდამო გვგონია, ყველაზე უბრალო და წარმავალი გრძნობებიც კი.

და დაეხეტები შუაში გაწყვეტილი აზრივით თავგზაარეული. თავგზაარეული იმიტომ, რომ ყველა აზრი შუაში გაწყდა.

და დავეხეტები…

To infinity and beyond!(აი, ბატონებო, მქუხარე ირონია!)

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s