გაუმართლებელი ყოფის აუტანელი სიმძიმე

Screen Shot 2017-06-18 at 1.59.36 AM

წყლით გაჟღენთილი ზეწარივით დამძიმებულ სხეულს საწოლისკენ ისე მივათრევ, როგორც დედა, რომელიც ცდილობს ნეკა თითზე ჩაბღაუჭებული შვილი რაც შეიძლება სწრაფად მოარიდოს მიმზიდველი ფერადოვნებით აბრდღვიალებულ სათამაშოების მაღაზიას.

 ოთახის თითქმის აპოკალიფტური არეულობით შექმნილ ფსევდო იდილიას მხოლოდ ოდნავ შეღებული ფანჯრიდან გადმოღვრილი ღამის მთრთოლავი სიმშვიდე არღვევს.

უმიზნობითა და უმიზეზობით დატანჯული, უძრავობის ნისლითმოცული სხეული უცხო თვალისთვის ძალაუნებურად ქმნის სისხლისგამყინავ სურათს და ამ სტატიკურ მოქმედებაში ეძებს გამხმარი შვების ნამცეცებს.

უყურადღებოდ დატოვებული მობილური, წაუკითხავი შეტყობინების არსებობის შესახსენებლად, დაჟინებით გზავნის ლურჯად მოციმციმე სიგნალს, რომელიც ჯერ კიდევ დაბადებამდე განწირულია უგულებელყოფის სუსხიანი ჩახუტებისთვის.

იმაზე უფრო შორიდან, ვიდრე წარმოგვიდგენია და იმაზე უფრო ახლოდან, ვიდრე გვსურს, მატარებლის ყრუ გუგუნი ისმის.

მიგდებული სხეული საკუთარი სიცოცხლის მტკიცებულებად იმ გულისცემას იშველიებს, რომელსაც ისე გრძნობს, თითქოს ყოველი თითის ყოველ ბალიშს საკუთარი ჰქონდესო.

საწოლზე უარსოდ მიჭმუჭნულს ისღა დარჩენია, საკუთარი არსებობა გადაპრანჭული ანალოგიებისა და მეტაფორების გამოგონებით გაამართლოს.

ჰოდა, ვცდილობ გავამართლო…

მელოდრამატულობა ქუხს, წვიმს და ელავს.

To infinity and beyond.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s