ფერისებრი გრძნობები და გრძნობისებრი ფერები

Screen Shot 2017-12-16 at 8.01.00 AM

უცნაური გრძნობა შემომეპარა…

ჩამავალი მზისეული ცის ვარდისფერი…

არა, პასტელური არა.

არც მალინისფერი.

არც ატმისფერი.

რაღაც სხვა,

აი ისეთი, მხოლოდ მზის ჩასვლისას, მხოლოდ რამდენიმე წუთით და მხოლოდ ცას რომ შეიძლება ჰქონდეს.

ნოემბრის შუაღამის ლურჯი უგვირგვინო მეფეა..

მაგრამ ახალი გრძნობისებრი ფერი ცდილობს შუაღამის ლურჯისებრი გრძნობა გააძევოს ჩემიდან.

ერთმანეთს შეჯახებულები კი აუხსნელი ილუზიით კიდევ უფრო ემსგავსებიან ცას.

უცნაური გრძნობა შემომეპარა…

ჩუმი…

ფუთფუთა..

მოუსვენარი.

სვიტრის ჩამოგრძელებული მკვლავებივით რომ გაგითბობს თითებს…

და ქარიშხლის შემაძრწუნებელ ხვეულებში ჩათრეულივით შეგიკუმშავს გულს.

ჩაღიმებასავით გრძნობა.

სექტემბრის ბოლოს, შემოდგომისფერ-შეპარულ დილას გარინდული ზღვასავით მშვიდი…

მაგრამ მაინც ზღვისებრი.. დაუდგომელი

ასაქაფებლად, წასალეკად, გადასასხვაფერებლად მუდმივ მზადყოფნაში.

შემზარავი პესიმისტური სამომავლო პოტენციით..

და მომაჯადოვებელი ოპტიმისტური აწმყოთი.

უცნაური გრძნობა შემომეპარა…

გათენებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ჩემი ოთახის მაქმანებიან თეთრ ფარდაზე ერთდროულად არეკლილი შუაღამის ლურჯისა და ლამპიონთა  შორიდან მოტანილი მკრთალი, შევარდისფრებული სხივების აუხსნელი, მაგრამ უდრტვინველი სიმშვიდით შემოსილი გრძნობა.

გაუაზრებელი..ცოტა საშიშიც.

და მაინც…

უცნაური გრძნობა შემომეპარა…

არა-შუაღამის-ლურჯისებური.

 

To infinity and beyond.

Advertisements

One thought on “ფერისებრი გრძნობები და გრძნობისებრი ფერები

  1. transcendentalnymph says:

    ძალიან ლამაზი პოსტია ❤ მეც ვიცნობ მაგ ფერებს… 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s