კივის არომატიანი მოგონებები

“ვინც ბოლო, ის გოგო”,- საომარი ყიჟინის დრამატულობით ყვირის ეზოს იუსეინ ბოლტად შერაცხული დათუნა და ჩვენც დაუფიქრებლად ვწყდებით ადგილს. 

გავრბივარ ისე, თითქოს ტერფებს მოღწეული გოგოობა სადაცაა ხელს ჩამავლებს, გადამყლაპავს და სამუდამოდ გამრიყავს მტვერში ამოგანგლული იდაყვებით უკანმოუხედავად ნათამაშები გასწრობანას სამყაროდან.

Continue reading

გრეტა გერვიგის “პატარა ქალები” – რა ფერისაა ჩვენი მოგონებები?

“ნოსტალგიას ჩვევად აქვს წარსულთან არსებული ერთობის ხელახალი გამეორება, რითაც ცდილობს უცხო გარემოს არ მისცეს ინდივიდის თვითაღქმაში შეჭრისა და მისი გარდაქმნის საშუალება”.

Continue reading

“Mad Men”, ანუ როგორ შექმნა პრაგმატიზმმა XX საუკუნის ამერიკაში სარფიანი “ჭეშმარიტება”

Screen Shot 2020-08-24 at 2.22.55 PM

“ის, რასაც თქვენ სიყვარულს ეძახით, ჩემნაირმა მარკეტოლოგებმა გამოიგონეს ნაილონის გასაყიდად”, – სწორედ ამ ფრაზით იბადება მაყურებლის წინაშე თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული სერიალის, “შეშლილების” მთავარი გმირი – დონ დრეიპერი. სიუჟეტი გასული საუკუნის 50-60-იანი წლების ამერიკაში ვითარდება და სარეკლამო ინდუსტრიის აღზევების ეპოქის შესახებ მოგვითხრობს (აქედან გამომდინარეობს სერიალის სახელიც: მაღალი კონკურენციის გამო, ამ პერიოდის მარკეტოლოგებს “ad men”-ის ნაცვლად “mad men”-ს უწოდებდნენ). გარდა ისტორიული სიზუსტისა, შოუ ახერხებს მეორე მსოფლიო ომს გადარჩენილი თაობის წარმომადგენელთა რეალისტური სახეების შექმნასაც, ატყვევებს რა მათ არა მხოლოდ 60-იანი წლების ტანისამოსსა და დეკორაციაში, არამედ, უპირველეს ყოვლისა, გასული საუკუნის ამერიკის იდეოლოგიურ სამყაროში – სამყაროში, რომელშიც გარდასულ თუ მიმდინარე ომებს შორის აღმოჩენილი ადამიანები იმედს, ცვლილებებსა და იდეალებს ეძებდნენ, პრაგმატიზმი კი ნაილონს ყიდდა. 
Continue reading

“Comfort Women”, არენდტი და პასუხისმგებლობის ტვირთი

Screen Shot 2020-08-10 at 7.28.51 PM

1991 წლის 14 აგვისტოს, დღის პირველ საათზე, კორეელი კიმ ჰაკ-სუნი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ბრალს სდებს იაპონიის ხელისუფლებას მეორე მსოფლიო ომის დროს ქალების მოტაცებასა და მათ სამხედროებისთვის მოწყობილ “გამამხნევებელ ბანაკებში” სექს-მონებად გამოყენებაში.  Continue reading

უაზრო აზრების (უაზრო) კორიანტელი

ვგრძნობ, თითქოს ვხედავ კიდეც, როგორ მისხლტება საკუთარი თავი ხელიდან. ვერაფრით ვაჩერებ. ვერაფრით ვარწმუნებ. არცერთი არგუმენტი არ ჭრის. შენთან არ მინდაო.. შენთან რა მინდაო. მაგრამ ისიც უბედურია, იმიტომ, რომ “შენთან” ზუსტად იმდენადვე მოიცავს მასაც, რამდენადაც მე. და ასე, ერთი გარბის, მეორე მივსდევ ისე, რომ ვერც ის ახერხებს დაწინაურებას, ვერც მე – დაწევას.

Continue reading

გაუმართლებელი ყოფის აუტანელი სიმძიმე

Screen Shot 2017-06-18 at 1.59.36 AM

წყლით გაჟღენთილი ზეწარივით დამძიმებულ სხეულს საწოლისკენ ისე მივათრევ, როგორც დედა, რომელიც ცდილობს ნეკა თითზე ჩაბღაუჭებული შვილი რაც შეიძლება სწრაფად მოარიდოს მიმზიდველი ფერადოვნებით აბრდღვიალებულ სათამაშოების მაღაზიას.

Continue reading

თვალის-გახელის-თანავე

Screen Shot 2017-05-14 at 5.57.25 PM

ვიღვიძებ. პირველი, რაც თვალში მხვდება,  საკუთარი ხელის ჩაღრმავებული მონახაზია ზეწარზე. (ჯერ კიდევ შემორჩენილი სიცივისგან თავის დასაცავად) ოდნავ, თუმცა (უჰაერობის ასარიდებლად) მაინც, შეღებული ფანჯრიდან ჩიტების ჭიკჭიკის, ალაგ-ალაგ ამუშავებული მოტორებისა და მეზობლებს შორის გადალაპარაკების ერთმანეთში ადღვებილი ხმები შემოდის. ძილი ჯერ კიდევ მძიმედ აწვება სხეულს და ვერ ვარჩევ, უმისამართო დიალოგი ფანჯრისმიღმა სამყაროს საკუთრებაა, თუ ჩემსავე სახლში მიმდინარეობს.

Continue reading

როცა კორტასარი გაიძულებს ცხოვრების გამაერთიანებელი ძაფი ეძებო

040116-national-hopscotch-2

ლიტერატურისა და ხელოვნების ისტორიის  ყოველკვირეული ესესთვის ვცდილობ თემა ავარჩიო.

ეპოქა მეოცე საუკუნეა, კერძოდ კი 60-70-80-იანები (ძირითადად).

ლიტერატურული ჟანრი: მაგიური რეალიზმი (იდეალური ოქსიმორონი, რომელიც სულაც არ ყოფილა ოქსიმორონი).

Continue reading